ცნობილმა პარაოლიმპიურმა ჩემპიონმა შეცდომით სატრფო მოკლა - კვირის პალიტრა

ცნობილმა პარაოლიმპიურმა ჩემპიონმა შეცდომით სატრფო მოკლა

ცნობილ პარაოლიმპიურ ჩემპიონს, სამხრეთაფრიკელ ოსკარ პისტორიუსს მეგობარი გოგონა შემოაკვდა. უბედურება მის ბინაში დატრიალდა - სპორტსმენს მოდელი რივა სტინკემპსი, რომელსაც ერთი წელია, ხვდება, მძარცველი ეგონა და ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა. გოგონა მაშინვე გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, რივას სატრფოსთვის ვალენტინობის დღესასწაულზე სიურპრიზის გაკეთება სურდა და მის ბინაში ღამის ოთხ საათზე შეიპარა. ახალგაღვიძებული სპორტსმენი ვითარებაში ვერ გაერკვა, ხელი უმალ იარაღს სტაცა და გაისროლა.

პისტორიუსი, რომელსაც ორივე ქვედა კიდური მუხლქვემოთ ამპუტირებული აქვს, დაკავებულია.