"ყოჩაღ, ქართველო!" - ვალერი კარპინის ქათინაური ჯანო ანანიძეს - კვირის პალიტრა

"ყოჩაღ, ქართველო!" - ვალერი კარპინის ქათინაური ჯანო ანანიძეს

საქართველოს ნაკრების ჰავბეკი ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად ესპანეთში შეკრებაზე იმყოფება.

"სპარტაკის" თავკაცმა ფეხბურთელების გამძლეობის შემოწმება მოინდომა და ამის გაკეთება რატომღაც მუსიკის თანხლებით გადაწყვიტა... როგორც ჩანს, ანანიძემ კარპინის დავალებას თავი კარგად გაართვა:

"ყოჩაღ, ქართველო!" - ეს ქათინაური ვალერი კარპინისგან ჯანო ანანიძემ დაიმსახურა, რომელმაც გაცილებით მეტის გარბენა შეძლო, ვიდრე ბევრს ეგონა", - ასეთი მინაწერი აქვს ფოტოს, რომელიც რუსულ პრესაში გავრცელდა.