საქართველოს ნაკრები "ფიფა კოკა-კოლის" რეიტინგში წინსვლას აგრძელებს - კვირის პალიტრა

საქართველოს ნაკრები "ფიფა კოკა-კოლის" რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

თებერვალში გამოქვეყნდა "ფიფა კოკა-კოლის" მორიგი სანაკრებო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სამი საფეხურით წინ წაიწია და 491 ქულით 69-ე ადგილზე გადავიდა.

თემურ ქეცბაიას ნაკრების წინსვლა ტირანაში, ალბანეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვებამ განაპირობა - ჯვაროსნებმა” მასპინძლები მათე ვაწაძისა და უჩა ლობჟანიძის გოლებით, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთი მეტოქე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები რეიტინგში კვლავ ლიდერია (1590 ქულა), მეორე - საფრანგეთი კი ისევ მე-17 ადგილზეა. ჩვენს ნაკრებზე უკეთესი პოზიცია აქვს ბელორუსს. ის 65-ე საფეხურზეა, ფინეთი - 85-ეზე.