ოლიმპიადა ჭიდაობის გარეშე? - კვირის პალიტრა

ოლიმპიადა ჭიდაობის გარეშე?

12 თებერვალს ქართველთათვის საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დღის წესრიგში დადგა ჭიდაობის თამაშებიდან ამოღების საკითხი. საბოლოო პასუხს სექტემბერში, ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მივიღებთ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე 25 მედალი გვაქვს მოპოვებული. მათგან 15 ჭიდაობაზე მოდის. განვმარტავთ: სპორტის ამ სახეობაში შედის თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა (ძიუდოს ცალკე ფედერაცია აქვს).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ ჭიდაობა, როგორც ტრადიციული, ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ძირითადი სპორტული შეჯიბრება, ოლიმპიური სახეობების რიგში დარჩება.