პა-”სპორტი”: ვიქტორ კოლელიშვილი - კვირის პალიტრა

პა-”სპორტი”: ვიქტორ კოლელიშვილი

- ბავშვობაში რა გინდოდა ყველაზე მეტად?

- კოსმონავტობაზე ნამდვილად არ მიოცნებია. :) ყველაზე მეტად ლეკვი მინდოდა და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ამისრულეს ეს ოცნება.

- შენი ოჯახი...

- დიდი ოჯახი გვაქვს: მამა - ზაზა კოლელიშვილი, დედა - ნათია გოგოჭური, ძმა, სამი შესანიშნავი დაიკო და სამი უშესანიშნავესი დისშვილი. :)

- მორაგბე რომ არა, ვინ იქნებოდი?

- მსახიობი... ოჯახიდან გამომდინარე, კინო და საზოგადოდ, ხელოვნება, ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს.

- რის ან ვის გარეშე არ წარმოგიდგენია ცხოვრება?

- ბანალურია, მაგრამ როგორც ყველას - ოჯახის, ახლობლების, მეგობრების გარეშე...

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- ჯვარი, რომელსაც სულ ვატარებ.

- ჰოროსკოპის თუ გჯერა?

- ჰოროსკოპით "სასწორი" რომ ვარ, ეგ ნამდვილად ვიცი და მჯერა. :)

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ.

- "ეგაა ცხოვრება" - ოღონდ სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვაგვარი ხიბლი აქვს. :)

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი და რატომ?

- საქართველო - ყოველგვარი დასაბუთების გარეშე! :)

5- წიგნი, რომლის კითხვაც არ გბეზრდება...

- ერთი და იმავე წიგნების კითხვით ვერ დავიკვეხნი. სამწუხაროდ, ისედაც მოვიკოჭლებ მაგ საქმეში, რაც ზაზას ძალიან არ მოსწონს. :) თუმცა, ყურბან საიდის "ალი და ნინო" ისე მომეწონა, სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ ერთხელ.

- რაგბის გარდა, რა გიყვარს?

- კინოც მიყვარს, თეატრიც... სამწუხაროდ, ძველებურად ხშირად ვეღარ დავდივარ.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- ტყუილი და მატყუარა ადამიანები. კიდევ - წაგება. :)

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- საქართველო-ირლანდია 2007 წლის მსოფლიო თასზე... თავად არ მიმიღია იმ შეხვედრაშIი მონაწილეობა, მაგრამ ვერ აღგიწერთ, რას ვგრძნობდი, როცა მაშIინ ჩემთვის ჯერ კიდევ საოცნებო გუნდის, საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე თამაშს ვუყურებდი. ეს იყო ორი დიდი გუნდის ჯახი, რომლითაც ქართულ რაგბიში ახალი ერა დაიწყო!

- მეტსახელი თუ გაქვს?

- ბავშვობიდან "ვიტოს" მეძახიან. მას შემდეგ, რამდენჯერმე იყო ახალი მეტსახელის შერქმევის მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. ჯერჯერობით, ისევ "ვიტოდ" ვრჩები. :)

- ფრანგული ანეკდოტი მოგვიყევი...

- "ბატონო, დღეს რაღაც არ მომწონხართ, ექიმთან ხომ არ წავსულიყავით?

- ექიმს რა, მოვეწონები?!" - დაახლოებით ასე ჟღერს ფრანგული ანეკდოტები. :)