ღვინიაშვილმა ევროპა აალაპარაკა - კვირის პალიტრა

ღვინიაშვილმა ევროპა აალაპარაკა

დიუსელდორფის "დიდი პრიზის" მოგების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური ჩემპიონობა ვარშავის ტურნირზეც მოიპოვა. თუმცა, პოლონეთის დედაქალაქში შეკრებილი საზოგადოება ჩვენებს მხოლოდ შედეგიანი ჭიდაობით არ მოუხიბლავთ. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილმა. ტურნირის მეორე წრის მატჩში ღვინიაშვილის მეტოქემ, კრისტიან ტოტმა, ფეხი იტკინა და ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თანამემამულეებზე სწრაფად მოწინააღმდეგესთან ახალგაზრდა ქართველი გაჩნდა, უნგრელს წამოდგომაშიIც მიეშველა და ტატამიდან გასვლაშიც, რასაც მაყურებელთა ოვაცია მოჰყვა... ოღონდ ეს ისტორია მხოლოდ ამით არ დასრულებულა: ევროპის ძიუდოს კავშირმა ბექა ღვინიაშვილი "ფეარ-პლეის სპეციალური სერტიფიკატით" დააჯილდოვა! "ევროპული ძიუდოს დევიზია: "ძიუდო მეტია, ვიდრე სპორტი!" - ბექა ღვინიაშვილის საქციელმა კი ამაშიI კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა" - ნათქვამია ევროპის ძიუდოს კავშირის განცხადებაში.

P.S. მართლაც, სწორედაც "მეტია", რაკიღა ვარშავაში უმედლოდ დარჩენილ ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტს ამ საქციელმა გაცილებით მეტი აღიარება მოუტანა, ვიდრე პოლონური ტურნირის ოქროს მედალოსნებს...