ჯორდანს ცოლი მოჰყავსო... - კვირის პალიტრა

ჯორდანს ცოლი მოჰყავსო...

ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად აღიარებული მაიკლ ჯორდანი ქორწილისთვის ემზადება. ამერიკელი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ გასული კვირის ბოლოს ლეგენდარულმა მოთამაშემ პალმ-ბიჩის მთავარ საოლქო სასამართლოს საქორწინო განაცხადით მიმართა. 1989 წელს,  მაიკლი ხუანიტა ვანოიზე დაქორწინდა, რომელმაც ჯორდანს ორი ვაჟი - ჯეფრი მაიკლი და  მარკუს ჯეიმსი, ასევე ქალიშვილი ჟასმინი გაუჩინა, თუმცა, წყვილი 2006 წელს დაშორდა. ამჯერად 50 წლის ჯორდანის რჩეული კუბური წარმოშობის მოდელი ივეტ პრიეტო გახდა, რომელსაც ლეგენდარული სპორტსმენი უკვე რამდენიმე წელიწადია ხვდება. აღსანიშნავია, რომ "ზედ ქორწილის წინ", ჯორდანს თავსატეხი გაუჩნდა - ვინმე პამელა სმიტი ირწმუნება, რომ მისი 16 წლის ვაჟის მამა სწორედ ლეგენდარული კალათბურთელია და მაიკლს დნმ-ის ანალიზის გაკეთებას სთხოვს.