გორგოძის მეორე "ოსკარი" - კვირის პალიტრა

გორგოძის მეორე "ოსკარი"

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერ მამუკა გორგოძეს 26 მარტს სპეციალური პრიზით -"ოსკარით" დააჯილდოებენ. ავტორიტეტული სარაგბო ჟურნალის "მიდი ოლიმპიკის" დაწესებული ეს პრესტიჟული ჯილდო "გორგოძილამ" საფრანგეთის თოპ-14-სა და "ჰაინეკენის თასზე" ნაჩვენები შესანიშნავი თამაშით დაიმსახურა. დაჯილდოების ცერემონიალი "სტად ივეს დუ მანუარზე" გაიმართება და ათასამდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის, "მონპელიეს" სპონსორები, მედიაპარტნიორები  და ფრანგული რაგბის "ნაღები საზოგადოება". იგეგმება გორგოძის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციაც. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოლიათმა "ოსკარი" შარშანაც დაიმსახურა.