ესპანეთი-გერმანია?
18-03-2013
ჩემპიონთა ლიგამ კლუბები დააწყვილა

ნიონში, უეფას შტაბბინაში გამართულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მეოთხედფინალური წყვილები გამოავლინა. განსაკუთრებულ ინტერესს ჩემპიონთა ლიგის წყვილები იწვევდა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფეხბურთის ქომაგს უაღრესად საინტერესო მეოთხედფინალები ელის. ერთი შეხედვით, შედარებით გაუმართლათ ესპანურ გრანდებს - "რეალსა" და "ბარსელონას", მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს პსჟ-ც და "გალათასარაიც" მსოფლიო დონის ვარსკვლავებით გაძლიერდნენ და არც მეოთხედფინალამდე მიუღწევიათ შემთხვევით. პრიმერა დივიზიონის ლიდერებზე მძიმე მატჩები ელით გერმანიის
საუკეთესო კლუბებს: "დორტმუნდს" "კერკეტი კაკალი" - "მალაგა" გამოცდის, მიუნხენის "ბაიერნს" კი კიდევ უფრო მრისხანე მეტოქე - ტურინის "იუვენტუსი"! და მაინც, თუ ანდალუსიელთა და ტურინელთა ქომაგები არ გვიწყენენ, ამ წყვილებში მცირედ უპირატესობას მაინც გერმანულ კლუბებს მივანიჭებთ და თუ ასე მოხდა, დიდი შანსია, ესპანურ-გერმანული ნახევარფინალები ვნახოთ.

ჩემპიონთა
ლიგა. 1/4-ფინალები

პსჟ - "ბარსელონა"
"ბაიერნი" - "იუვენტუსი"
"რეალი" - "გალათასარაი"
"მალაგა" - "დორტმუნდი"

P.S პირველად დასახელებული გუნდები პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე, 2-3 აპრილს გამართავენ. განმეორებითი შეხვედრები კი 9-10 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით