"მამლების" წინააღმდეგ ოთხი მეკარით - კვირის პალიტრა

"მამლების" წინააღმდეგ ოთხი მეკარით

ქართველები ფრანგებთან  მატჩისთვის პარიზში  ემზადებიან

საქართველოს საფეხბურთო  ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 22 მარტს  საფრანგეთში ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას  გუნდი 18 მარტს პარიზში შეიკრიბა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის იქ ემზადება. იმ მოთამაშეთა ვინაობა, რომლებსაც "მამლებთან" მატჩისთვის უხმო, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გასული კვირის მიწურულს დაასახელა. მეკარეების სიმრავლის გარდა ჩამონათვალის ნახვისას თვალში ახალი სახელიც მოგხვდებათ - ქეცბაიამ ნაკრებში  ელგუჯა გრიგალაშვილს უხმო, რომელიც  ბოლო დროს  ქუთაისის „"ტორპედოს"“ ლიდერად იქცა. სხვათა შორის, 23 წლის ნახევარმცველი ეროვნული გუნდის კიდევ ერთი კანდიდატის - შოთა გრიგალაშვილის უმცროსი ძმაა. გამოძახებულთა სრული სია ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი).

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), გიორგი ფოფხაძე ("ბაკი", აზერბაიჯანი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისფორი", თურქეთი), დათო კვირკველია ("დილა", გორი), საბა კვირკველია ("რუბინი", რუსეთი).

ნახევარმცველები: ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), დავით თარგამაძე ("ილიჩევეცი", უკრაინა), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი), ელგუჯა გრიგალაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი მაისურაძე ("დილა", გორი), მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე "კარპატი", ლვოვი, უკრაინა), დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია).

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ნიკოლოზ გელაშვილი ("ბოხუმი", გერმანია).

ზემოთ მეკარეების სიმრავლე ვახსენეთ. ქეცბაიას რჩეულთა შორის ოთხი გოლკიპერი, სავარაუდოდ, იმიტომ მოხვდა, რომ გიორგი მაკარიძე "ლე მანის" ფეხბურთელია და ფრანგულ ფეხბურთს კარგად იცნობს. თანაც,  ნაკრები რამდენიმე დღეს დაჰყოფს საფრანგეთში და ახალგაზრდა გოლკიპერს "შორს წასვლა არ მოუწევს".

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" საფრანგეთში მეორედ თამაშობენ. პირველი მატჩი 2007 წლის 6 ივნისს, ოსერში გაიმართა და ნასრის ერთადერთი გოლით მასპინძლებმა 1:0 გაიმარჯვეს.  საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: მიქაელ ლანდრო ("ბასტია", საფრანგეთი), უგო ლორისი ("ტოტენჰემი", ინგლისი), სტივ მანდანდა ("მარსელი", საფრანგეთი).

მცველები: გაელ კლიში ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), მატიუ დებუში, მაპუ იანგამბივა (ორივე "ნიუკასლი", ინგლისი), პატრის ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ლორენ კოშიელნი, ბაკარი სანია (ორივე "არსენალი", ინგლისი), ადილ რამი ("ვალენსია", ესპანეთი), მამადუ საჰო, კრისტოფ ჟალე (ორივე პსჟ, საფრანგეთი), რაფაელ ვარანი ("რეალი", ესპანეთი).

ნახევარმცველები: იოან კაბაიე, მუსა სისოკო (ორივე "ნიუკასლი", ინგლისი), ეტიენ კაპუიე ("ტულუზა", საფრანგეთი), მაქსიმ გონალონი ("ლიონი", საფრანგეთი), ბლეიზ მატიუიდი (პსჟ, საფრანგეთი), მატიუ ვალბუენა ("მარსელი", საფრანგეთი), დიმიტრი პაიე ("ლილი", საფრანგეთი), პოლ პოგბა ("იუვენტუსი", იტალია).

თავდამსხმელები: რომაინ ალესანდრინი ("რენი", საფრანგეთი), ქარიმ ბენზემა ("რეალი", ესპანეთი), ოლივიე ჟირუ ("არსენალი", ინგლისი), ბაფეტიმბი გომისი ("ლიონი", საფრანგეთი), ჯერემი მენეზი (პსჟ, საფრანგეთი), ფრანკ რიბერი ("ბაიერნი", გერმანია), ლოიკ რემი ("ნიუკასლი", ინგლისი).