პა-სპორტი - კვირის პალიტრა

პა-სპორტი

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- ხან პოლიციელობა მინდოდა, ხან - ექიმობა. მაგრამ ყველაზე დიდი ოცნება ყოველთვის კალათბურთს უკავშირდებოდა.

- შენი ოჯახი...

- დედა - მარინა კოდუა, ყოფილი კალათბურთელი, ამჟამად კი "ბიზნესვუმენი". :) მეუღლე "სუხიშვილების" ყოფილი სოლისტი თიკა ალავიძე, რომელმაც სამი ულამაზესი შვილი მაჩუქა: 4 წლის დავითი, 3 წლის საბა და 9 თვის მარიამი.

- მეტსახელი თუ გაქვს?

- მუდმივი მეტსახელი არ მაქვს. ყველაზე ხშირად, "ძ"-ს მეძახიან. თუმცა, ისეთი ადვილი სახელი მაქვს, ამერიკელებს "ზაზა"     მეტსახელი ჰგონიათ. :):)

- კალათბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი დიპლომატი. :)

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- მობილური ტელეფონი და საფულე. ტელეფონის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია...

- სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ.

- არ დავკვირვებივარ. ალბათ, შვილების სახელებს: "დათი, მოდი", "საბა, ეგ არ გააკეთო". :)

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

- გასვლითი მატჩიდან რაც უნდა დაღლილი დავბრუნდე, ჯერ ჩემოდანს ამოვალაგებ და მერე ვიძინებ. :):)

- ადამიანი, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...

- ბევრ ერუდირებულ და წარმატებულ ადამიანს შევხვედრივარ. მათ შორის, გამოვყოფდი ლევან ვასაძეს, რომელიც ახლახან გავიცანი...

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- "დათა თუთაშხია", კვენტინ ტარანტინო, კრის ბოტი.

- კალათბურთის გარდა რა გიყვარს?

- ჩოგბურთის და ნარდის თამაში, მოგზაურობა, აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტში ყოველ ზაფხულს ვიღებ ბიზნესგანათლებას. კიდევ, იოგაში ვვარჯიშობ. :)

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- უპასუხისმგებლო და ორპირი ადამიანები.

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- თანამედროვე მსოფლიოში სოციალური ქსელი ძალიან აქტუალურია და გამონაკლისი არც მე ვარ: Facebook - Zaza Pachulia; Twitter - @zaza27; Instagram - #zazapachulia.

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით.

- Winner (გამარჯვებული).

- რომელიმე მხიარული შემთხვევა გაიხსენე...

- "ბრუკლინთან" მატჩის დროს  ბურთი ჩავაგდე და შევამჩნიე, რომ თორნიკე შენგელიამ ტაში დაუკრა. დაავიწყდა, მოწინააღმდეგე გუნდში რომ ვთამაშობდი. :):):)

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- ...ჭკვიანი, ლამაზი, მაღალი, ნაზი და მოსიყვარულე. :)

- საყვარელი სპორტსმენი...

- რა თქმა უნდა, მაიკლ ჯორდანი!

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...

- როკი ბალბოა და მგონი, მართლა ვგავართ ერთმანეთს. :)

- ყველაზე უცნაური შეკითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს...

- სპორტის სასახლეში, ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ფაჩულია რომელიაო?! ვუპასუხე - ზაზა ნაკრებში ვერ მოხვდა და თუ გინდა, ინტერვიუ ჩემთან ჩაწერე-მეთქი... :):):)