პა-სპორტი: მილტონ ჰეიგი
- რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
- ვყოფილიყავი All Black - ანუ, მეთამაშა ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებში.
- თქვენი ოჯახი...
- ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. მეუღლე და ორი ქალიშვილი (10 და 7 წლის. - ავტ.) თბილისში ჩემთან ერთად ცხოვრობენ.
- მეტსახელი თუ გაქვთ?
- იმდენი, რომ არც კი ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო. :)
- მორაგბე რომ არა, ვინ იქნებოდით?
- პოლიტიკოსი.
- რის, ან ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?
- მეუღლის და შვილების გარეშე.
- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხართ...
- მობილური ტელეფონი.
- უცნაური თვისება თუ გაქვთ?
- ძალიან ბევრია და ვერ ჩამოვთვლი.
- ადამიანი, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...
- ჩემი ცოლი - ანჯელიკი!
- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდით...
- საბოლოოდ, მაინც ახალ ზელანდიაში...
- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...
- წიგნი - ის, რომელიც ბოლოს წავიკითხე; :) რეჟისორი - კვენტინ ტარანტინო; მუსიკოსი... ბევრია, რადგან სხვადასხვა სტილის მუსიკა მიყვარს.
- რაგბის გარდა რა გიყვართ?
- ვიცი, რომ ბანალური პასუხი გამოვა, მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა მანიჭებს.
- და რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?
- ადამიანები, რომლებიც დანაპირებს არ ასრულებენ. კიდევ - მოღალატეები...
- თამაში, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ...
- რუმინეთში ჩატარებული ბოლო ორი მატჩი. წელს ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ "ერთა თასი" და "ანთიმოზ ივერიელის თასი" მაინც შევინარჩუნეთ, შარშან კი, ბუქარესტში 19:13 გავიმარჯვეთ...
- გუნდი, რომლის გაწვრთნაზეც ოცნებობთ...
- რა თქმა უნდა, ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები!
- დაახასიათეთ საკუთარი თავი ერთი სიტყვით...
- ერთი სიტყვა საკმარისი არ იქნება. :)
- იდეალური ქალი თქვენთვის არის...
- ის, ვისთან ერთადაც ვარ...
- დაასრულეთ ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...თუ მოინდომებ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია!
- თქვენი საყვარელი სპორტსმენი...
- ტაიგერ ვუდსი და მაიკლ ჯონსი (ზელანდიის ნაკრების წევრი 1987-1998 წლებში. - ავტ.).
- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემი შვილები ამბობენ, რომ "შრეკს" ვგავარ. :):)
- ყველაზე უცნაური კითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს...
- ვიყავი თუ არა დაოჯახებული... :)