ქართული ტრიუმფი ბუდაპეშტში
29-04-2013
ბევრი მტკიცება აღარ უნდა, რომ ქართული ძიუდოს სათავეში მომხდარი ცვლილებები შედეგებზეც პირდაპირპროპორციულად აისახა. ნაკრები სწორი გზით მიდის და გუნდშიც ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ ჯანსაღი გარემოა. ბოლო თვეების სხვა შედეგებთან ერთად, ამ ყველაფრის დასტურად გასული კვირის მიწურულს ბუდაპეშტში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიც გამოდგება. ტურნირის საწყის ორ დღეს ტატამზე გასული ექვსი ქართველიდან ხუთმა მედალი აიღო. ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდნენ. 73 კგ-ში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილმა და ზებედა
რეხვიაშვილმა კი, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო მოიგეს. შაბათს საღამოს ვალერი ლიპარტელიანმა და ადამ ოქრუაშვილმა საქართველოს კიდევ ორი ვერცხლი მოუტანეს. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოს ნაკრებმა ამდენი უმაღლესი სინჯის მედალი (სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო) პირველად მოიპოვა.
29 აპრილი 2013 21:22
ყოჩაღ! გილოცავთ ამ დიდ წარმატწებას. ეს ერთი და სხვა მრავალგზის!!!

რედაქტორის რჩევით