"მოკრძალებული" საჩუქარი - კვირის პალიტრა

"მოკრძალებული" საჩუქარი

ერთი კვირის წინ, მარია შარაპოვას სატრფო, ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორი დიმიტროვი 22 წლის გახდა და შეყვარებულისაგან საუცხოო საჩუქარიც მიიღო - 105-ათასდოლარიანი ახალთახალი  Porsche 911 Carrera 4S Cabriolet... დიახ, სწორედ ის ავტომანქანა, აპრილის ბოლოს, შტუტგარტის ტურნირის მოგებისთვის რომ დაიმსახურა. ტიტულებთან ერთად რუს ლამაზმანს შემოსავალიც მეტი აქვს, ვიდრე მის სატრფოს და როგორც ჩანს, დიმიტროვისთვის არც გული ენანება და არც ფული... ჩოგბურთელთა წყვილი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა, ხვდება, თუმცა, კონსპირაციის წესებს კარგად იცავდნენ და მათთვის ფოტოს გადაღება პაპარაცებმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოახერხეს. ამიერიდან აბეზარი ფოტორეპორტიორებისგან თავის დაღწევას დიმიტროვი უფრო ადვილად შეძლებს - 350 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის ძრავით აღჭურვილ ჩარრერა 4შ-ს ხომ 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად  5 წამი ჰყოფნის...