პა-სპორტი - ალექსანდრე კობახიძე
17-06-2013
პა-სპორტი - ალექსანდრე კობახიძე
- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- ფეხბურთელობაზე... ბანალურია, მაგრამ მართლაც მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი.

- გიფიქრია, ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- ძალიან მინდოდა განათლებული ადამიანი ვყოფილიყავი, თუმცა, ვინ გამოვიდოდი, ვერ გეტყვით... ერთ დღეს სკოლაში გვითხრეს, რომ საფეხბურთო სექციისთვის ბავშვებს აგროვებდნენ და... მას შემდეგ ვარჯიში არც შემიწყვეტია. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე გახდა...

- კიდევ რა გიყვარს?
- ფეხბურთის გარდა? ჩოგბურთი და ავტომანქანები. ავტომოყვარული ვარ. :)

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

-
უსამართლობა და ტყუილი.

- ყველაზე დიდი ზეგავლენა ვინ მოახდინა შენზე?
- მშობლებმა!

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- "არ ხარ მართალი"... ბოლო დროს ეს ფრაზა ავიჩემე. :)

- ნივთი ან აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- გულსაკიდი ჯვარი, რომელსაც სულ თან
ვატარებ!

- უცნაური თვისება თუ გაქვს?
- ძალიან სწრაფად ვჭამ. ვცდილობ, მაგრამ ვერაფრით გადავეჩვიე. :)

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...
- "დიდოსტატის მარჯვენა", კინოფილმებიდან - "ქალის სურნელი", მომღერლებიდან - გრიგორი ლეპსი. სხვათა შორის, ბევრმა არც იცის, რომ ლეპსი წარმოშობით ქართველია (გრიგორი ლეფსვერიძე. - ავტ.).

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...
- "მდინარე ხიდის ქვეშ"...

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- საქართველოს გარდა სხვაგან ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია!

- საყვარელი კერძი და სასმელი...
- ძალიან მიყვარს სპაგეტი "კარბონარა"; სასმელებიდან - ქართული წითელი ღვინო...

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში ჩატარებული სადებიუტო მატჩი!

- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- როჯერ ფედერერი.

- საოცნებო კლუბი...
- "მანჩესტერ სიტი"...

- შინაური ცხოველი თუ გყავს?
- ძალიან მიყვარს ძაღლები, თუმცა, სამწუხაროდ, არასდროს მყოლია და ცოტა ხანში ვაპირებ ლეკვის ყიდვას. :)

- მეტსახელი თუ გაქვს?
- საფეხბურთო სამყაროში კობახას მეძახიან, ისე - უბრალოდ სანდროს...

- იდეალური ქალი შენთვის არის...
- მეუღლე, რომელიც, ჯერჯერობით, არ მყავს. :):)

- რა არის ყველაზე კარგი სეზონებს შორის?
- ზღვაზე დასვენება. :)

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- საკმაოდ ხშირად... მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებ - ჯობს, უფრო საინტერესო რაღაც აკეთო. ზოგჯერ, იმაზე მეტ დროსაც კი ვუთმობ, ვიდრე საჭიროა...

- ყველაზე უცნაური კითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს...
- ერთ-ერთი მატჩის შემდეგ უკრაინელმა კორესპონდენტმა მკითხა - გამოსაშვებ საღამოზე ვალსი თუ იცეკვეო... :):)

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...
- ბავშვობაში "ერალაშის" ერთ-ერთ გმირს მამსგავსებდნენ :):)

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ..."
- ...მომდევნო შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები აუცილებლად გავა ჯგუფიდან!
irakli
28 ივნისი 2013 12:30
სანდრიკ კაი კაცი ხარ.
ნუგზარი
17 ივნისი 2013 13:27
სანდრო კარგი კაცია! ნამდვილი ქართველი და კარგი ფეხბურთელი!
ნამდვილი მართლმმადიდებელი.
დალოცოს ღმერთმა და აასრულოს მისი ნატვრა!
nato
17 ივნისი 2013 13:03
კარგი ბიჭი ხარ, სანდრო! წარმატებებიიი

რედაქტორის რჩევით