პა-სპორტი - შოთა არველაძე
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- წარმატებული ადამიანი.
- ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდი?
- ბავშვობაში ფეხბურთის გარდა არაფერზე ვფიქრობდი!
- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- მიყვარს, როცა თავისუფალი დრო მაქვს. ეს კი, სამწუხაროდ, საკმაოდ იშვიათად ხდება...
- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- სიყალბე და მლიქვნელობა.
- უცნაური თვისება თუ გაქვს?
- როცა შვებულებაში ვარ, "ვითიშები" და რაღაცები მავიწყდება. :)
- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- მობილური ტელეფონი და საფულე.
- ფრაზა, ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- ნეტავ არ ვამბობდე, მაგრამ... ყველაზე ხშირად "შეჩემას" ვამბობ. :)
- საყვარელი საჭმელი...
- ყველი...
- ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რაც გიჭამია...
- ბაყაყი. :)
- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა შენზე...
- ყველაზე დიდი ზეგავლენა ჩემმა ოჯახმა მოახდინა!
- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...
- ძალიან მიყვარს გალაკტიონი... გამორჩეული წიგნი? "დათა თუთაშხია". ფილმებიდან - "ნათლია". მუსიკოსს ვერ გამოვარჩევ...
- ბევრ ქვეყანაში გიცხოვრია. რომელმა ქალაქმა მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- ყველა თავისებურად ლამაზია, მაგრამ თბილისს არაფერი მირჩევნია!
- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- "დინამო"-"ლინფილდი"!
- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც შენ შესახებ გაგიგია...
- არველაძეებმა "დეზერტირების ბაზარი" იყიდესო. :)
- სტადიონის გარდა, სად ნახავ ყველაზე ხშირად შოთა არველაძეს?
- სახლში. :)
- რას შეცვლიდი, კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს?
- არ ვიცი, არასდროს მიფიქრია ამაზე...
- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- არ ვსარგებლობ!
- შინაური ცხოველი თუ გყავს?
- არა.
- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...
- ზოგიერთისთვის რომ გეკითხათ, "მისტერ ბინს" ვგავარ. :):)
- საოცნებო კლუბი...
- მინდა, რომ თბილისის "დინამომ" ძველი სახელი დაიბრუნოს...
- იდეალური ქალი შენთვის არის...
- კარგი დედა და მეუღლე...
- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- ერთის გამორჩევა გამიჭირდება, ბევრია სამაგალითო...
- მხიარული შემთხვევა, ან თურქული ანეკდოტი გაიხსენე...
- რომელიც მომწონს, ასე სახალხოდ ვერ მოვყვები. :)
- წარმატების მისაღწევად საჭიროა...
- ნიჭი და ხასიათი!
- რა არის ყველაზე კარგი სეზონებს შორის?
- დასვენება. :)
- ყველაზე უცნაური კითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს...
- "რამდენი გაქვს ხელფასი?" :)
- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ყველაფერი კარგად იქნება!