პა-სპორტი - ვლადიმერ დვალიშვილი - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - ვლადიმერ დვალიშვილი

- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ამაზე არ მიფიქრია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რასაც ავირჩევდი, იმ საქმეში რაღაც დონეზე მაინც მივაღწევდი წარმატებას...

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- მეთამაშა "მანჩესტერ იუნაიტედში"...

- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?

- ოჯახის წევრებისა და ფეხბურთის გარეშე!

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- საფულე. :)

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- "მშია!" :):)

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

- ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ვცდილობ, ეს თვისება გამოვასწორო.

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე...

- დედაჩემი - ახდენდა, ახდენს და კიდევ ბევრჯერ მოახდენს. :)

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- თუ ასარჩევად იქნება საქმე, რა თქმა უნდა - საქართველოში. ისე, საფრანგეთშიც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი...

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერი", სტივენ სპილბერგი, კიტ ჯარეტი...

- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?

- მეგობრებთან ყოფნა, კარგი ავტომანქანები, თევზაობა...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- წაგება!

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- ხორვატიასთან გამარჯვება...

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- საკმაოდ ხშირად.

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- საკუთარ თავზე ლაპარაკი როგორ არ მიყვარს... ერთი უბრალო, მიზანმიმართული ქართველი კაცი!

- მეტსახელი თუ გაქვს?

- დუდღუნებო და "დუდღუნას" მეძახიან... :) პოლონურ მედიაში - "ტანკს"...

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- ალბათ, ის იქნება ჩემთვის, ვინც ჩემი ცოლი გახდება... და ირინა შეიკი...

- სტადიონის გარდა, სად შეიძლება ყველაზე ხშირად ლადო დვალიშვილის ნახვა?

- ყველაზე ხშირად... მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა ადგილას.

- შენი საყვარელი სპორტსმენი...

- მესი!

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...

- პერსონაჟის რა გითხრათ, მაგრამ აღნაგობით ბევრი ჰალკს მამსგავსებს...

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...

- ცუდი ხმა მაქვს და ვცდილობ, იშვიათად ვიღიღინო. :)

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- ძალიან მიყვარს ხაჭაპური, "ბორჯომი"... ალკოჰოლური სასმლიდან ღვინო...

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...

- თავის მოკვლა უნდაო... :):)

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ...გვეშველება. :)