პა-სპორტი - ვლადიმერ დვალიშვილი
08-07-2013
პა-სპორტი - ვლადიმერ დვალიშვილი
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- ამაზე არ მიფიქრია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რასაც ავირჩევდი, იმ საქმეში რაღაც დონეზე მაინც მივაღწევდი წარმატებას...

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- მეთამაშა "მანჩესტერ იუნაიტედში"...

- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?
- ოჯახის წევრებისა და ფეხბურთის გარეშე!

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- საფულე. :)

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- "მშია!" :):)

- უცნაური თვისება თუ გაქვს?
- ფეთქებადი
ხასიათი მაქვს და ვცდილობ, ეს თვისება გამოვასწორო.

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე...
- დედაჩემი - ახდენდა, ახდენს და კიდევ ბევრჯერ მოახდენს. :)

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- თუ ასარჩევად იქნება საქმე, რა თქმა უნდა - საქართველოში. ისე, საფრანგეთშიც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი...

-
საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერი", სტივენ სპილბერგი, კიტ ჯარეტი...

- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- მეგობრებთან ყოფნა, კარგი ავტომანქანები, თევზაობა...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- წაგება!

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- ხორვატიასთან გამარჯვება...

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- საკმაოდ ხშირად.

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...
- საკუთარ თავზე ლაპარაკი როგორ არ მიყვარს... ერთი უბრალო, მიზანმიმართული ქართველი კაცი!

- მეტსახელი თუ გაქვს?
- დუდღუნებო და "დუდღუნას" მეძახიან... :) პოლონურ მედიაში - "ტანკს"...

- იდეალური ქალი შენთვის არის...
- ალბათ, ის იქნება ჩემთვის, ვინც ჩემი ცოლი გახდება... და ირინა შეიკი...

- სტადიონის გარდა, სად შეიძლება ყველაზე ხშირად ლადო დვალიშვილის ნახვა?
- ყველაზე ხშირად... მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა ადგილას.

- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- მესი!

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...
- პერსონაჟის რა გითხრათ, მაგრამ აღნაგობით ბევრი ჰალკს მამსგავსებს...

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...
- ცუდი ხმა მაქვს და ვცდილობ, იშვიათად ვიღიღინო. :)

- საყვარელი კერძი და სასმელი...
- ძალიან მიყვარს ხაჭაპური, "ბორჯომი"... ალკოჰოლური სასმლიდან ღვინო...

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...
- თავის მოკვლა უნდაო... :):)

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...გვეშველება. :)
gizog
09 ივლისი 2013 17:53
ლადო, დიდი ფეხბურთი აწი გაქვს სათამაშებელი, აბა შენ იცი, ღმერთი იყოს შენი შემწე პირად ცხოვრებაშიც და ფეხბურთშიც.
gizog
09 ივლისი 2013 17:51
უფალმა გიშველოს და დაგლოცოს, სულ წარმატებებს გისურვებ. ხორვატიასთან განცდილი მოგების სიხარული უფრო მაღალ დონეზე მრავალჯერ განგეცადოს ქართველ ქომქგებთან ერთად.

რედაქტორის რჩევით