"ჯოხის მხოლოდ ქეცბაიაზე გადატეხა არასწორად მიმაჩნია."
08-07-2013
"ჯოხის მხოლოდ ქეცბაიაზე გადატეხა არასწორად მიმაჩნია."
შვეიცარიაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი გასული წლის ოქტომბერში დაბრუნდა საქართველოში. რა შეიცვალა მას შემდეგ ქართულ ფეხბურთში, უნდა გადადგეს თუ არა სფფ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი და რა ეშველება საქართველოს ნაკრებს, ამ თემებზე კავშირ "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გვესაუბრა:

- ყველამ იცის, რომ ძველი ხელისუფლება პირდაპირ ერეოდა საფეხბურთო საქმეებში, თავის ნებაზე ხსნიდა და ნიშნავდა სფფ-ის ხელმძღვანელებს. ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, გულშემატკივარი ელოდა, რომ ახალი ხელისუფლება ფეხბურთის ფედერაციაშიც აღადგენდა სამართლიანობას. თუმცა, ჯერჯერობით, სფფ-ში
არანაირი ცვლილება არ მომხდარა და ქომაგი კვლავაც სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. სამწუხაროდ, ის ხალხი, ვინც ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისას იღებდა გადაწყვეტილებას, თავისუფლებას ჯერაც ვერ გრძნობს. ვერ აცნობიერებენ, რომ ახალი მთავრობა არ უყიჟინებს, თქვენ წადით, ჩემი კაცი უნდა დავნიშნოო. თუმცა, ისეთებიც გამოჩნდნენ, პასუხისმგებლობას რომ გრძნობენ და ხედავენ, რომ
სანამ სამართლიანობა არ აღდგება, არც ნდობა იქნება. ვინც უნდა მოვიდეს, ყოველთვის იქნება უკმაყოფილება, რომ ვიღაცის დანიშნულია. სანამ ეს უპასუხისმგებლო გუნდი არ მოშორდება ქართულ ფეხბურთს, უფრო მეტი უკმაყოფილება დაგროვდება და ერთ დღეს გულშემატკივარსაც აევსება მოთმინების ფიალა.

- არჩევნებზე არც ბლატერსა და პლატინის ჰყოლიათ კონკურენტები, გადადგნენ და მეც გადავდგებიო, ამბობს ზვიად სიჭინავა...
- ეს ცინიზმია, სფფ-ის პრეზიდენტს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება. ყველამ იცის, როგორ მოიყვანეს და დასვეს ყველასთვის უცნობი ადამიანი ფეხბურთის ფედერაციის თავკაცად. ბლატერსა და პლატინისთან შედარება კი... ეს ხალხი ქუჩიდან არ მისულა საფეხბურთო თანამდებობებზე და სიჭინავას და მათ შორის დიდი განსხვავებაა. ქართველი გულშემატკივარი ასეთ ცინიკურ და უპასუხისმგებლო პასუხებს არ იმსახურებს. სფფ-ის თავკაცი თავად ამბობს, რომ ვიღაცას მოეწონა მისი საქმიანობა და ასე მოხვდა ამ თანამდებობაზე... ვიღაცის მოწონებით კი არა, შენი პროგრამით, გუნდით, პასუხისმგებლობით უნდა მოხვიდე. სააკაშვილს სიჭინავა გუბერნატორებმა წარუდგინეს. შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ვეტერან ფეხბურთელებს დაავალა - სფფ-ის პრეზიდენტი ეს კაცი იქნება, საარჩევნო კამპანიაში გვერდით დაუდექითო. საარჩევნო შტაბი სპორტის სამინისტროში იყო გახსნილი... ახალკაციც ასე არ დანიშნა და მოხსნა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა? კურიოზული სიტუაცია იყო - სფფ-ის პრეზიდენტი ნაკრების ცუდი თამაშის მიზეზით გაუშვეს, მთავარი მწვრთნელი კი თანამდებობაზე დატოვეს.

- საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგის 98-ე ადგილამდე დაქვეითდა... ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ეს გასაკვირი არც არის, მაგრამ როცა ქეცბაია მოვიდა, გუნდს წაუგებელი სერიაც ჰქონდა და რეიტინგშიც დაწინაურდა...
- ქეცბაია პროფესიონალი, შრომისმოყვარე და გულწრფელი ადამიანია, მაგრამ მთავრობის პიარზე გათვლილ მის დანიშვნას თავიდანვე არ ჰქონდა პერსპექტივა. თემურს არ ჰქონდა იმხელა გამოცდილება, რაც ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად არის აუცილებელი. როცა ნაკრების ფეხბურთელებიც კი გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ჩანს, გუნდში არაჯანსაღი ვითარებაა. დღეს ყველა ნაკრების მწვრთნელისკენ იშვერს ხელს, მაგრამ ის თუ იღებს პასუხისმგებლობას, ვინც ქეცბაია დანიშნა? სფფ-ში ვერ აიღებენ, რადგან მათ არ დაუნიშნავთ ქეცბაია, მხოლოდ შუამავლის როლი იკისრეს. გაიხსენეთ, კონტრაქტის გაფორმების დროს, ქეცბაიას გვერდით კულტურის მინისტრი იჯდა. თუ პასუხისმგებლობას ვერაფერზე იღებს, მაშინ რა როლი ეკისრება სფფ-ს?

- არ მიგაჩნიათ, რომ ამ კონტინგენტითაც შესაძლებელია, ნაკრები მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდეს?

- ფეხბურთელები არ გვყავსო, მაგრამ... ხომ იცოდა თემურმა, სადაც მოდიოდა?
როცა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები კოორდინირებულად არ მოქმედებენ, არ არის მიზანი, მიმართულება, ჯოხის მხოლოდ ქეცბაიაზე გადატეხა არასწორად მიმაჩნია. ვინც მოიყვანა, პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება?

- ამ ნაკრებს მეტი არ შეუძლია, თუ სელექცია ან ტაქტიკა არ უვარგა? დავუშვათ, წავიდა ქეცბაია, ახალი მწვრთნელი რას შეცვლის?
- ასეთ ვითარებაში ვერავინ გვიშველის. სისტემის, მიდგომის შეცვლაა საჭირო... ჩანს, თემურს იმდენი გამოცდილება არა აქვს, ამ კონტინგენტით მეტს მიაღწიოს. ხორვატიასთან მოგებული თამაშის შემდეგაც ვთქვი, რომ ასეთ ფეხბურთს მომავალი არა აქვს. ერთი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ მერე? უკვე ფეხბურთელებმაც დაიწყეს ლაპარაკი, თქმა აღარც გვჭირდება, უკვე გამჯდარი გვაქვს სისხლში, სულ დაცვაზე ვიფიქროთო... ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა წაუგებელი სერია გვიხაროდა, ხარისხზე, შექმნაზე კი არავინ ფიქრობდა... მთავარი გოლის არგაშვებაა, სხვა გუნდის თამაშზე უფრო ვართ დამოკიდებული, ვიდრე საკუთარზე...
Gela
26 ივლისი 2013 00:54
შAნამ გუნდსჰი არ Dალაგდება ურტიერტობა მცვრტნელსა Dა მოტამასჰეს სჰორის Aრაპერი გამოვა.ატამასჰოს Gოგუა, დვალი. Gოლი ვისაც გააკვს Iმას არ იდზახებ ღOგორ იკნება?
vaso
13 ივლისი 2013 10:14
საქმე რაშია ჩემო მიშა იცი?? მარტო ფეხბურთელის შვილობა არ არის საკმარისი კაცი რომ გახდე ყიფიანს თავის წონა განავალი აქ ნაჭამი და დომენტისაც ეგ ფაქტები აქვს და ამიტომაც დასცინის დიდი ფეხბურთელის პატარა შვილს
llll
08 ივლისი 2013 12:46
ქეცბაია კიარა სულ რომ ღმერთი მოუყვანო ამათ აზრზე არ არიან, რეალურად შეხედეთ ტიპები პასს ვერ აკეთებენ , გაჩერება ბურთის არ იციან . რა უნდა ელაპარაკო, არ დარბიან , წესიერად არ იხსნებიან .

რედაქტორის რჩევით