პა-სპორტი - ლევან ყენია
15-07-2013
პა-სპორტი - ლევან ყენია
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- ძნელი სათქმელია... მსახიობის პროფესია ძალიან მომწონს, მაგრამ სათანადო ნიჭი არა მაქვს. :)

- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება? -
- მართლმადიდებლობის, ოჯახისა და ფეხბურთის გარეშე!

- ნივთი ან აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- მიყვარს და სულ მიკეთია მაჯის საათი. მზის სათვალეც მიყვარს, მაგრამ ძალიან ბევრი გავტეხე და ამ ბოლო დროს აღარ ვიკეთებ. :)

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- სიხშირის რა გითხრათ, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს გამოთქმები: "არასოდეს თქვა არასოდეს" და "მიზანი ამართლებს საშუალებას"...

- საყვარელი კერძი და სასმელი...
- მიყვარს მჭადი და ლობიო, სასმელებიდან ყველაზე ხშირად წყალს ვსვამ. :)

- ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რაც გაგისინჯავს...
- შემწვარი მაჩვის კისერი. :))) და სხვათა
შორის, არ მომეწონა. :)

- საქართველოს გარდა სად იცხოვრებდი?
- ძალიან მომწონს მალიორკა. ესპანეთში ყოველ ზაფხულს ჩავდივარ და მალიორკას საცხოვრებლადაც სიამოვნებით ავირჩევდი...

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...

- საყვარელი წიგნი წმინდა იოანე სინელის "კიბე". ფილმი "ვანილის ცა", მსახიობი კიანუ რივზი, მართალია, ცოტა არ იყოს, დაბერდა, მაგრამ არა უშავს. :) განწყობას გააჩნია, თორემ ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, ოღონდ უფრო მგზავრობისას, რადგან თამაშის წინ კონცენტრაციას მაკარგვინებს...

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...
- ბაკურ ბურდულის "ფეთქავს"...

- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- ჩოგბურთი, ავტომანქანები, ფილმების ყურება...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- როცა ტრავმა მაქვს, თავი ჯოჯოხეთში მგონია... სპორტსმენისთვის უმოქმედობა ძალიან ძნელი გადასატანია...

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- რომელიმე თამაშს არ გამოვყოფ. ყველაზე მეტად კი იმით ვამაყობ, რომ ამდენი ტრავმის მიუხედავად, მაინც არ დავნებდი და ისევ ვთამაშობ ფეხბურთს!

- სტადიონის გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება ლევან ყენიას ნახვა?

- თუ სახლში ვარ, ტელევიზორის წინ, დივანზე. :))) საუკეთესო ადგილია ჩემთვის! :)

- შინაური ცხოველი თუ გყავს?
- დიახ, ამჟამად სახლში ორი კუ მყავს. :))))

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- წინათ უფრო ხშირად ვსარგებლობდი. რაც ცოლ-შვილის პატრონი გავხდი, ამის დრო იშვიათად მრჩება. :)

- მეტსახელი თუ გაქვს?
- მეცინება, როცა მახსენდება, რომ ბავშვობაში "ფორვარდას" მეძახდნენ. :)) მეგობრები ყენოს მეძახიან.

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...
- უცნაური არა, მაგრამ შეურაცხმყოფელი ჭორი კი გავიგე: ლევან ყენია გეია და ნარკოტიკს მოიხმარსო. თავიდან ძალიან გავბრაზდი, მერე კი ბევრი ვიხალისე... :)))

- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- ლიონელ მესი - ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია!

- ყველაზე ხშირად გავიწყდება...
- ...კარის დაკეტვა ოთახიდან გასვლისას. :))

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ..."
- ...მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ!

- რომ არ ვყოფილიყავი ლევან ყენია, ვიქნებოდი...
- ჯიმ ქერის პერსონაჟი ფილმიდან "სულელი და კიდევ უფრო სულელი". :))))
ნუგზარი
18 ივლისი 2013 11:56
დაგლოცოს და გაგაძლიეროს ღმერთმა ლევან. კარგი კაცი ხარ.
gizog
15 ივლისი 2013 17:14
ლევან, უფალმა გისმინოს და გათამაშოს ქინალური თამაშები მსოფლიოზეც და ევროპაზეც და არა ერთხლ, შენი და ქართველი ქომაგის გასახარად. ლევან ისეთი თაობა გროვდებით, რომ მიუღწევადი არ იქნება თქვეთვის ასეთი თამაშები, თუ ერთმანეთს გვერდში დაუდგებით და საქართველოს სადიდებლად ერთსულოვნად იბრძოლებთ. თქვენ ხომ 12-14 კარგი წლები გიდევთ წინ.

რედაქტორის რჩევით