პა-სპორტი - ირაკლი აბუსერიძე
პა-სპორტი - ირაკლი აბუსერიძე
- მორაგბე რომ არა, ვინ იქნებოდი?
- ფეხბურთელი...

- სპორტსმენობა პატარაობიდანვე გინდოდა?
- არა, ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი. :)

- რაგბიში როგორ მოხვდი?
- მეგობრების რჩევით ვცადე... მომეწონა, ვნახე, რომ რაღაც გამომდიოდა და დავრჩი... :)

- რაგბის გარდა რა გიყვარს?
- ფეხბურთი.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- ტყუილი!

- რას ნანობ? კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- ყველაზე მეტად გული 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიასთან წაგების (საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში - 10:14 დამარცხდა. - ავტ.)
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამო მწყდება... რას შევცვლიდი? უფრო მეტ წარმატებას მოვუტანდი ჩემს სამშობლოს...

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- 2003 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი: საქართველო-რუსეთი 17:13!

- კარიერის ყველაზე ემოციური ეპიზოდი...
- ასეთი ბევრი იყო, მაგრამ განსაკუთრებულად ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ბოლო მატჩი მახსოვს...

- საოცნებო კლუბი...

- "ტულუზი"!

- ყველაზე უცნაური რა თვისება გაქვს?
- არ მაქვს უცნაური თვისებები... :))

- ნივთი ან აქსესუარი, რის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- საფულე და მობილური ტელეფონი. :)

- სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- სიტყვების ამოჩემება არ მახასიათებს. :)

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მომღერალი...
- ნოდარ დუმბაძის
"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", ფილმებიდან - "ნათლია", მომღერლებიდან კი ბევრი მომწონს  და რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება.

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...
- "თბილისო"...

- საყვარელი კერძი და სასმელი...
- მიყვარს საცივი და ბაჟე.
თუ დალევა მიწევს, არაყს და ვისკის ვამჯობინებ...

- ქართული ღვინო სჯობს თუ ფრანგული?
- ფრანგული ღვინო ნაკლებად ტანინიანია, ამიტომაც, დასალევად იქაური სჯობს...

- ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რაც გიჭამია...
- რვაფეხა და ბაყაყი. :))

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- საქართველო, რადგან ჩემი ოჯახი და ყველა ახლობელი აქ ცხოვრობს...

- იდეალური ქალი შენთვის არის...
- ჩემი მეუღლე!

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა შენზე...
- მამაჩემი!

- საყვარელი სპორტსმენი...
- მარადონა!

- შინაური ცხოველები თუ გიყვარს?
- დიახ და მყავს კიდეც ყაზბეგური ნაგაზი...

-
სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- საკმაოდ ხშირად.

- მხოლოდ ეს ერთი მეტსახელი გაქვს?
- დიახ, ყველანი აბუს მეძახიან... :)

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც შენზე გაგიგია...

- რომ თურმე კლუბში სულ სათადარიგო ვიყავი და არასდროს მათამაშებდნენ. :)))

- რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
- მიზანდასახულობა და ძალიან ბევრი შრომა!

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ყველაფერი კარგად იქნება!
goga
05 აგვისტო 2013 14:51
გაიხარე ირაკლი მართლაც ღირსეული კაპიტანი იყავი,რაც შენ და ნაკრების ბიჭებმა სიხარული და მოგებები მოგვიტანეთ ღმერთმა სულ ეგრე გამარჯვებულები გატაროთ. თქვენ იყავიტ საქართველოს სახეები და ხართ, იმიტომ ხართ მაგარი კაცები!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა