იგივენი და მესი - კვირის პალიტრა

იგივენი და მესი

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჭორლდ  სოცცერ-მაც დაასახელა. რამდენიმე დღის წინ,

ლეო ევროპის საუკეთესო მობურთალად "ფრანს ფუტბოლმა" აღიარა. ტანმორჩილ არგენტინელს კონკურენტი არც ბრიტანული გამოცემის გამოკითხვაში ჰყოლია. "უორლდ სოკერის" ჩამონათვალში მეორე და მესამე პოზიციაც მესის თანაგუნდელებმა - ანდრეს ინიესტამ და ჩავი ერნანდესმა დაიკავეს. გასულ სეზონში კატალონიურმა კლუბმა ლამის ყველა ჯილდო მოიგო და ასეთი აღიარებაც ამიტომ დაიმსახურა. წლის საუკეთესო გუნდად "ბარსა" დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად მისი თავკაცი გვარდიოლა, მესიზე უკვე ვთქვით და... კატალონიურმა გრანდმა მხოლოდ ერთი ნომინაცია "ჩააგდო": წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" მოთამაშე სერხიო აგუერო გახდა...