სამგზის იასონი - კვირის პალიტრა

სამგზის იასონი

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე ზუსტად ორი თვეა დარჩენილი. ოლიმპიადის ცეცხლი ჯერ არა, მაგრამ ქართველი ქომაგის გულში იმედის ნაპერწკალი

ნამდვილად აინთებოდა იტალიის სამთო კურორტ ბორმიოში ჩვენი სამთო-მოთხილამურეების მიერ ნაჩვენები შედეგის შემდეგ. თუ ნაკრების სხვა წევრებმა შედარებით მოკრძალებული შედეგები აჩვენეს, საქართველოს ნაკრების ლიდერმა იასონ აბრამიშვილმა ლიდერის სტატუსი შეიფერა და სამი დღის განმავლობაში, ზედიზედ მოიგო სამი(!) ასპარეზობა. 21 წლის ქართველმა, პირველ დღეს გიგანტურ სლალომში იჩემპიონა, მეორე დღესაც იმავე სახეობაში გაიმარჯვა, ბოლოს კი, პირველობა არც სლალომში დაუთმო ვინმეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თასის ეს ეტაპი უმაღლესი რანგისა არ არის, აბრამიშვილის შედეგი მართლაც აღსანიშნავია...