პა-სპორტი - ჯანო ანანიძე
19-08-2013
პა-სპორტი - ჯანო ანანიძე
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია...

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- "ბარსელონაში" თამაშზე... ბავშვობაშიც და ახლაც. :))

- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- ჩოგბურთი, ცურვა და კალათბურთი.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- როცა აგებს გუნდი, რომელშიც მე ვთამაშობ!

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- 2009 წლის 18 ოქტომბერს "სპარტაკი"-"ლოკომოტივის" შეხვედრაში გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემა გავაკეთე... მატჩ
ის შემდეგ მამამ პირველად შემაქო და ის დღე არასდროს დამავიწყდება...

- სტადიონის გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება ჯანო ანანიძის ნახვა?
- ხასიათს გააჩნია, ერთი ადგილი ნამდვილად არ მაქვს ამოჩემებული... ისე კი, ყველაზე ხშირად მაინც სახლში ვარ.

- საყვარელი საჭმელი...

- აჭარული კერძია და ჩვენკენ (შეგახსენებთ, ჯანო ქობულეთშია დაბადებული. - ავტ.) იახნს
ეძახიან...

- ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რაც გიჭამია...
- გველის ხორცი... მოსკოვის იაპონურ რესტორანში მეგობრებმა მოტყუებით გამასინჯეს. :)

- ნივთი ან აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- ჯვარი და საათი.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- აღნაგობაზე ამას ვერ შემატყობთ, მაგრამ ყველაზე ხშირად "მშიას" გავიძახი. :)))

- უცნაური თვისება თუ გაქვს?
- არ ვიცი, ითვლება თუ არა უცნაურ თვისებად, მაგრამ ბადრიჯნისგან მომზადებული საჭმელი არასოდეს გამისინჯავს. :)))

- ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა შენზე...
- რა თქმა უნდა - მამაჩემი!

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- ესპანეთი...

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...
- "დათა თუთაშხია", "ნათლია", სტინგი...

- იდეალური ქალი შენთვის არის...
- დედა და მეუღლე! 

- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- ჩოგბურთში - როჯერ ფედერერი, კალათბურთში - კობი ბრაიანტი, ფეხბურთში - რონალდო და ლიონელ მესი...

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- არ ვსარგებლობ, მხოლოდ "ინსტაგრამი" მაქვს...

- შინაური ცხოველი თუ გყავს?
- არა, მაგრამ სიამოვნებით ვიქნებოდი ლაბრადორის ლეკვის პატრონი. :))

- მეტსახელი თუ გაქვს?
- მამაჩემს "ბურაშკინას" ეძახდნენ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ მეტსახელით მე მომმართავენ ხოლმე, რადგან ყველა მამას მამსგავსებს...

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...
- ბოლო ჭორს თუ დავუჯერებთ, იახტა მიყიდია! :))))

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- იმ დროსაც ფეხბურთს დავუთმობდი, ბავშვობაში სწავლამ რომ "დამაკარგვინა". :)))))

- თამაშის წინ რამე ჩვევა თუ გაქვს?
- მოედანზე გასვლამდე პირველ ნაბიჯს მარჯვენა ფეხით ვდგამ, მერე კი პირჯვარს ვიწერ...

- ყველაზე ხშირად გავიწყდება...
- დაბადების თარიღები. :))

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებთ!

- რომ არ ყოფილიყავი ჯანო ანანიძე, იქნებოდი...
- არ ვიქნებოდი ჯანო ანანიძე! :)))
mariami
20 აგვისტო 2013 16:23
კარგი ბიჭია
alex
19 აგვისტო 2013 19:59
ნიჭიერი ფეხბურთელი,თავმდაბალი და წესიერი ახალგაზრდაა ჯანო ანანიძე!

ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები!

რედაქტორის რჩევით