პა-სპორტი - მათე ვაწაძე
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- აღნაგობა არ მიწყობს ხელს, თორემ, ალბათ, კალათბურთელი. :))
- ბავშვობაში რა გინდოდა ყველაზე მეტად?
- ველოსიპედი. :)))
- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- კალათბურთი. ხომ გითხარით, სიმაღლე რომ მიწყობდეს ხელს, კალათბურთელი ვიქნებოდი. :)))
- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- ბოროტი ტყუილი. :(
- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?
- რწმენის!
- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- ერთი რომელიმე მატჩის გამოყოფა გამიჭირდება...
- სტადიონის გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება მათე ვაწაძის ნახვა?
- ბოლო დროს, სახლში (ტრავმის გამო მათე სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. - ავტ.)...
- საყვარელი კერძი და სასმელი...
- ძალიან მიყვარს რაჭული ლობიანი და ლორი. სასმელიდან? - წყალი. წვენების მოყვარული არა ვარ.
- ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რაც გიჭამია...
- ჯერჯერობით, ეგზოტიკური არაფერი გამისინჯავს. ისე კი, ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტი და რვაფეხას უპრობლემოდ გავუსინჯავდი გემოს. :))
- ნივთი ან აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- გულსაკიდი ჯვარი.
- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- ასეთი არაფერი მახსენდება.
- ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა შენზე...
- მამა გაბრიელი, რომლის ცხოვრების შესახებ წაკითხულმა წიგნმა ძალიან იმოქმედა ჩემზე...
- ქალაქი, სადაც იცხოვრებდი...
- ძალიან მომწონს ავსტრიის დედაქალაქი ვენა, მაგრამ საქართველოს გარდა, დიდი ხნით ვერსად ვერ ვიცხოვრებდი!
- საყვარელი მსახიობი, ფილმი, მუსიკოსი...
- რობერტ დე ნირო. ფილმებიდან - "ტაქსის მძღოლი", ასევე დე ნიროს მონაწილეობით; მუსიკოსებიდან, ამჟამად, ყველაზე მეტად Kანყე ჭესტ-ი მომწონს...
- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...
- ემინემის - "Bitch Please"...
- იდეალური ქალი შენთვის არის...
- ქართველი ქალი!
- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- ზინედინ ზიდანი!
- უცნაური თვისება თუ გაქვს?
- უცნაურს ვერაფერს ვიხსენებ. :))
- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- არათუ სოციალური ქსელით, საზოგადოდ, ინტერნეტითაც იშვიათად ვსარგებლობ.
- შინაური ცხოველები თუ გიყვარს?
- დიახ, რაჭაში მყოლია კიდეც ცხენი და ძაღლი...
- მეტსახელი თუ გაქვს?
- ვაწა.
- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...
- რომ დუბაიში ვიყავი დასასვენებლად ვიღაც გოგოსთან ერთად და მის შვილს ვზრდი. :))))
- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- არაფერს შევცვლიდი, უბრალოდ, უფრო მეტ ჯანმრთელობას ვისურვებდი...
- თამაშის წინ რამე ჩვევა თუ გაქვს?
- არც მქონია და არც მაქვს!
- ყველაზე ხშირად გავიწყდება...
- მობილური ტელეფონი და გასაღები. :)
- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც ჟურნალისტს დაუსვამს...
- "გოლის გატანის დროს რა იგრძენი?" :)))
- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ყველაფერი კარგად იქნება!
- რომ არ ყოფილიყავი მათე ვაწაძე, იქნებოდი...
- პროფესია არ ვიცი და ადამიანი - იგივე!