პა-სპორტი - ჯაბა კანკავა - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - ჯაბა კანკავა

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

- არაფერს! მიმაჩნია, რომ როგორც მოხდა, ყველაფერი ისე იყო საჭირო...

- რომ არა ფეხბურთელი, ვინ იქნებოდა ჯაბა კანკავა?

- არაფერიც არ ვიქნებოდი, რადგან ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ფეხბურთი იყო!

- მეტსახელი თუ გაქვს?

- არა. ყველასთვის ჯაბა ვარ...

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ფეხბურთს პროფესიულად თამაშობს. სხვებისგან მხოლოდ ამით გამოვირჩევი. :)

- ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...

- ჟან-კლოდ ვან დამი. :)))

- ყველაზე ემოციური მომენტი, რომელიც ფეხბურთიდან გახსოვს...

- ემოცია, რომელიც ხორვატიასთან გატანილ გოლს მოჰყვა!

- სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- "დაი", ანუ - მომეცი. :))

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?

- თუ განვაზოგადებთ - სიყვარული!

- წარმატების მისაღწევად საჭიროა...

- თავგანწირვა!

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...

- რომ ღერი-ღერზე ვეწევი სიგარეტს. :)))

- მოედანზე გასვლის წინ რაიმე ჩვევა თუ გაქვს?

- პირჯვარს ვიწერ.

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- საქართველო!

- რითი ერთობი თავისუფალ დროს?

- შემიძლია ბევრი რამით გავერთო. ფილმების ყურებაც მიყვარს...

- და რომელია შენი საყვარელი ფილმი და მსახიობი?

- ფილმებიდან - "მრისხანება", მსახიობებიდან - დენზელ ვაშინგტონი...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- როცა სათადარიგოთა შორის ვარ და არ ვთამაშობ!

- საყვარელი კლუბი?

- "მანჩესტერ იუნაიტედი".

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- დედაჩემი!

- ყველაზე უცნაური კითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს...

- "სტიმულია თუ არა ნაკრებში გამოძახება?"

- რომ არ ყოფილიყავი ჯაბა კანკავა, იქნებოდი...

- ავთო კანკავა. :))))