ჩემი "ჩელსი" ჩემთან - კვირის პალიტრა

ჩემი "ჩელსი" ჩემთან

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გასულ პარასკევს გაიმართა. მეტ-ნაკლებად, ყველა წყვილი თანაბარია, მაგრამ მათ შორის მაინც შეიძლება

რამდენიმე ისეთი დაპირისპირების გამორჩევა,, განსაკუთრებულ ყურადღებას რომ იმსახურებს. ინგლისური ფეხბურთი სჯობს თუ იტალიური? ამის გარკვევას, აგერ უკვე მერამდენედ ამ ქვეყნების უძლიერესი კლუბები შეეცდებიან. "მანჩესტერ იუნაიტედი" "მილანთან" გაარკვევს ურთიერთობას, "ჩელსი" კი მეორე მილანურ გრანდს - "ინტერს" შეეჭიდება. ამ წყვილის მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, რომ "ინტერს" სათავეში "ჩელსიდან" სკანდალით წამოსული ჟოზე მოურინიო უდგას. ჰოდა, პორტუგალიელს "რევანშის" კარგი შანსი ეძლევა. ისიც აღსანიშნავია, რომ ლონდონურ კლუბს კარლო ანჩელოტი წვრთნის - სწორედ ის ანჩელოტი, რომელიც წლების განმავლობაში თავკაცობდა "ინტერის" მოსისხლე მტერ "მილანს".

"მილანი" (იტალია) - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)

"ლიონი" (საფრანგეთი) - "რეალი" (ესპანეთი)

"ბაიერნი" (გერმანია) - "ფიორენტინა" (იტალია)

"პორტუ" (პორტუგალია) - "არსენალი" (ინგლისი)

"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი) - "ბორდო" (საფრანგეთი)

"შტუტგარდტი" (გერმანია) - "ბარსელონა"

(ესპანეთი)"ინტერი" (იტალია) - "ჩელსი" (ინგლისი)

ცსკა (რუსეთი) - "სევილია" (ესპანეთი)"