ვარსკვლავ" ბოისას ორმაგი დუბლი - კვირის პალიტრა

ვარსკვლავ" ბოისას ორმაგი დუბლი

ხორვატიაში გადაბარგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და "ზადარის" კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ საუკეთესო მატჩი გასულ კვირას ჩაატარა და თანაც -

ევროთასზე. "ზადარმა" ისრაელის "ჰაპოელს" უმასპინძლა და 86:69 გაიმარჯვა. ხორვატიული კლუბის ქართველმა ლეგიონერმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა - 21 ქულას 14 მოხსნაც მიაყოლა და მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ჯილდოც დაიმსახურა. ჰოდა, კიდევ ერთი აღიარება: 26 დეკებერს, ხორვატიაში "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება, რომელშიც ბოისაც მიიღებს მონაწილეობას.