"სუპერჯორჯია" - კვირის პალიტრა

"სუპერჯორჯია"

საქართველოს სუპერთასი თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" დაისაკუთრა. ქვეყნის ჩემპიონი თასის მფლობელ "დინამოს" რუსთავის განახლებულ სტადიონზე დაუპირისპირდა

და სუპერთასი დამატებითი დროის უკანასკნელ წამებზე, მაშინ აართვა, ყველა თერთმეტმეტრიანების სერიისთვის რომ ემზადებოდა. მატჩის დასაწყისში "ვეტერინარები" დათუნაიშვილმა დააწინაურა, რასაც 56-ე წუთზე თომაშვილის საპასუხო გოლი მოჰყვა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, მეორე დამატებითი ტაიმის ამოწურვამდე, წუთით ადრე კი, გიორგი ვასაძემ იმარჯვა და "ვიტ ჯორჯია" სუპერთასის რიგით მეცხრე გამარჯვებულად აქცია.