ელიტრაუნდი ჩვევად გვექცა - კვირის პალიტრა

ელიტრაუნდი ჩვევად გვექცა

ბოლო ორი წელიწადია, ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი "ჩვევად" ექცათ.   ტრადიცია არც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დაარღვია და გასულ კვირას წარმატებით ითამაშა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ქვეჯგუფში კიდევ ერთი მატჩი უნდა გამართონ (18 ნოემბერს, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. - ავტ.), მაგრამ ამ თამაშს მხოლოდ პირველ-მეორე ადგილის მფლობელთა გამოვლენა ევალება, ელიტრაუნდის საგზური კი ქართველმა ჭაბუკებმა მეორე ტურში, მოლდავეთის ნაკრების 2:0 დამარცხებით გაინაღდეს. შეგახსენებთ, ქვეჯგუფის პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა უელსელი თანატოლები გაანადგურა (5:1) და ნაკრების თავკაცს  წარმატებული სვლა გააგრძელებინა. როგორც ცნობილია, ვასილ მაისურაძემ ჯერ 17-წლამდელთა ნაკრები ათამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ახლა კი ელიტრაუნდის საგზური 19-წლამდელებთან ერთადაც მოიპოვა.