ისტორიულად საამოა
25-11-2013
საქართველო 16:15 სამოა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 23 ნოემბერსაც დაამტკიცა, რომ IRB-სგან მეტ დაფასებას იმსახურებს. ბორჯღალოსნებმა დედის რძესავით შეირგეს რაგბის საერთაშორისო საბჭოს საჩუქარი და გიორგობა დღეს, პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის მერვე პოზიციაზე მყოფი სამოას ნაკრები გააკრეს ბეჭებზე! რაგბიში სენსაციები იშვიათად ხდება, თუმცა, ქართველმა მორაგბეებმა აგერ მერამდენედ გვიჩვენეს, რომ სწორ გზას ადგანან და "პირველი ეშელონის" გუნდებთან მხოლოდ ტოლ-სწორად ომი კი არა, გამარჯვებაც შეუძლიათ!

რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებს ეს ისტორიული მატჩი
შემთხვევით არ მოუგია. მილტონ ჰეიგის სამწყსომ  ალალად დაამარცხა კუნძულელთა უძLლიერესი ნაკრები. დაამარცხა ფრანგ მსაჯთან ერთად, რომელმაც მატჩის ძირითად დროს 10 (!) წუთი წაამატა, ოღონდ, სავსე სტადიონს, ქართულ თავდადებასა და გიორგობის მადლს კინკილა ფრანგმა
კი არა, თხუთმეტმა სამოელმაც ვერაფერი დააკლო!
სამოელთა წინასამატჩო საბრძოლო ცეკვა და შეძახილი კი საფინალო სასტვენის შემდეგ გამარჯვების ქართულმა ყიჟინამ შეცვალა! ყიჟინამ, რომელიც, ადრე თუ გვიან, "ექვსი ერის" ქვეყნებამდეც მიაღწევს და მერე...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით