"ოქროს საჭის" გამარჯვებულების გამოვლენამდე სამი კვირა რჩება - კვირის პალიტრა

"ოქროს საჭის" გამარჯვებულების გამოვლენამდე სამი კვირა რჩება

მკითხველმა უკვე იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო დაჯილდოების - "ოქროს საჭის" გამარჯვებულის გამოვლენაში წელს საქართველოც მონაწილეობს. საავტომობილო "ოსკარად" წოდებულ კონკურსს, რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს, ჟურნალი "აუტო ბილდ საქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით ახორციელებს.

წლის საუკეთესო ავტომანქანების გამოვლენაში აქტიურად არიან ჩაბმული საავტომობილო მარკების ოფიციალური წარმომადგენლობები, დილერები და სხვადასხვა მარკის ავტომანქანების ფანკლუბები. გამოკითხვის მხარდაჭერისა და "ოქროს საჭე-2013"-ის ნომინაციებში დასახელებული კონკრეტული მოდელების რეკლამირების მიზნით აქციები ყოველ შაბათს იმართება სხვადასხვა ავტოცენტრში.

წინა კვირას "ოქროს საჭე-2013"-ის ფარგლებში "ვარდების მოედანმა" "ფოლკსვაგენის” მხარდამჭერ ღონისძიებას უმასპინძლა. მოედნის ერთი ნაწილი ჯებირებით შემოიღობა და ავტომოყვარულებმა მეტად საინტერესო და სახალისო სანახაობა იხილეს -  გაიმართა საავტომობილო შეჯიბრება, რომლის დროსაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის ზაალ უდუმაშვილი, ლიზა ვადაჭკორია, ნანა ნებიერიძე, ლევან ჯიბღაშვილი, დავით იმედაშვილი, ამიკო ჩოხარიძე, ანი მამულაშვილი და სხვები, Volkswagen CC–თი სხვადასხვა ბარიერის გადალახვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. გარდა ამისა, სტუმრებმა საფეხბურთო კარში ავტომობილით გოლის გატანის კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ცნობილი კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე უძღვებოდა. მოედანზე მისულ სტუმრებს შეეძლოთ, დაეთვალიერებინათ "ფოლკსვაგენის" უახლესი მოდელები: Jetta, Tiguan, Amarok, ასევე, ხმა მიეცათ კონკურს "ოქროს საჭე-2013"-ის ნომინანტებისთვის.

გამოკითხვაში მონაწილეობენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც 6 კლასში არიან გადანაწილებული. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია "პალიტრამედიის" რამდენიმე მედიასაშუალებით: www.autobild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე,„"ვისოლის" ვებგვერდისა და  ფაცებოოკ-ის პროფილის მეშვეობით. დამატებით, "ოქროს საჭე-2013"-ის კონკურსის ფარგლებში ყოველ შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას, ჩაერთოს "წლის საუკეთესო ავტომობილის" გამოვლენაში და აირჩიოს მისთვის საუკეთესო ბრენდი. ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და დაჯილდოების  საზეიმო ცერემონიალით დასრულდება.