Cristianული საქციელი
Cristianული საქციელი
რონალდუმ რონალდი გადაარჩინა

"არ მინდა, ერთი შეცდომის გამო ახალგაზრდა კაცი ასე მკაცრად დაისაჯოს. მას მთელი ცხოვრება წინ აქვს და არასწორი იქნება, წინდაუხედავი საქციელის გამო მომავალი დაენგრეს"


რიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო სამყარო სასიამოვნოდ გააოცა. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მხოლოდ მცველების გაბითურება, ულამაზესი გოლების გატანა და თმის "რადიოზე დაყენება" არ სცოდნია - წლევანდელი "ოქროს ბურთის" ერთ-ერთმა უმთავრესმა კანდიდატმა 2013 წელს ადამიანური მხარეც დაგვანახა, როცა წერილობით მიმართა ფლორიდის სასამართლოს და სთხოვა, მოედანზე შეჭრილ მამაკაცზე
აღძრული საქმე შეეწყვიტათ!


აგვისტოში, მაიამიში გამართული "რეალი"-"ჩელსის" ამხანაგური მატჩის დროს, მინდორზე 20 წლის გულშემატკივარი რონალდ გიოკა შეიჭრა და რონალდუს გადაეხვია. პორტუგალიელს პროტესტი არ გამოუთქვამს და ვარსკვლავმა და მისმა ფანმა მოედანზე დაახლოებით ერთი წუთი ისაუბრეს. ეს შემთხვევა ფეხბურთელისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავდა, მაგრამ... რადგან თამაშის დროს
მოედანზე შევარდნა დანაშაულად ითვლება, გიოკა 36 საათი დაკავებული ჰყავდათ, მოგვიანებით კი ბრალიც წაუყენეს მოედანზე შეჭრისა და არასათანადოდ მოქცევის გამო.

კრიშტიანუმ გულშემატკივრის გასაჭირის შესახებ ოქტომბერში შეიტყო და მაიამის სასამართლოს გაუგზავნა წერილი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"ჩემი სახელია კრიშტიანუ რონალდუ და მადრიდის "რეალში" ვთამაშობ. მაიამის Sun Life Stadium-ზე ვთამაშობდით, როდესაც მინდორზე გულშემატკივარი შემოვარდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ეს ახალგაზრდა კოლეჯის სტუდენტი გახლავთ და მისი სახელია რონალდ გიოკა. გადამეხვია და სანამ დაცვის თანამშრომლები მინდვრიდან გაიყვანდნენ, ლაპარაკიც მოვასწარით. აგრესიული არ ყოფილა და არც თავდასხმას აპირებდა. მეტიც, როდესაც დაცვა და პოლიცია მოვიდა, გიოკას წინააღმდეგობაც არ გაუწევია. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების სამსახურმა სტადიონიდან მაშინვე წაიყვანა და დღე-ნახევარი ციხეშიც გაატარებინეს!

ვიცი, რომ ყმაწვილმა აღიარა თავისი შეცდომა და უსაფრთხოების მნიშვნელობაც კარგად ესმის. რონალდი, რომელიც მარტოხელა დედამ გაზარდა, ჯერ მხოლოდ 20 წლის არის. ამჟამად პალმ-ბიჩის სახელმწიფო კოლეჯში სწავლობს და საერთაშორისო სტუდენტის სტიპენდიით ცხოვრობს. მისი ამბით შეწუხებული ვარ, რადგან ვიცი, რომ თუ საქმე არ შეწყდება, პრობლემები შეექმნება საემიგრაციო სამსახურთანაც (რონალდ გიოკა ალბანური წარმოშობის კანადელია. - ავტ.) და კოლეჯშიც.
გიოკა უკვე წარდგა მოსამართლის წინაშე. თუმცა, თქვენ რეაგირების გარეშე დატოვეთ მისი ადვოკატის თხოვნა, რომ მასზე აღძრული სარჩელი უკან დაგებრუნებინათ... კარგად ვაცნობიერებ თქვენს პოზიციასაც და კანონის დაცვის აუცილებლობასაც. თუმცაღა, თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს და დიდი პატივისცემით გთხოვთ, გადახედოთ ამ გადაწყვეტილებას და ახალგაზრდას ორივე ბრალი გაუუქმოთ.

ძალიან არ მინდა, ერთი შეცდომის გამო ახალგაზრდა კაცი ასე მკაცრად დაისაჯოს. მას მთელი ცხოვრება წინ აქვს და არასწორი იქნება, წინდაუხედავი საქციელის გამო მომავალი დაენგრეს. მადლობას მოგახსენებთ და გთხოვთ, ნებისმიერი შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს პირადად დამიკავშირდით.
პატივისცემით,
კრიშტიანუ რონალდუ

ერთხანს ახალი აღარაფერი ისმოდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გიოკას საქმე შეწყვეტილია.

გიოკას ადვოკატმა რიჩარდ ჰიუბერმა კრიშტიანუ რონალდუს საჯაროდ გადაუხადა მადლობა გულისხმიერების გამოჩენისთვის და პორტუგალიელი ვარსკვლავი„დახმარებისა და თანაგრძნობისათვის“ შეაქო! ჰიუბერის თქმით, გიოკას ძალიან უნდა, პირადად უთხრას მადლობა რონალდუს. ერთი შეხედვით, ეს არცთუ რეალურია, თუმცა... ვინ იცის, შესაძლოა, სწორედ ასეთი იყოს ამ საინტერესო ისტორიის დასასრული?!
nino
01 იანვარი 2014 19:48
zalian mesiamovna am pexburtelis asetihumanuri sakcieli,mas sxovreba nanaxi akvs da adamianad darchenila milionebis miuxedavad,mibazet mis magalits pexburtelebo da arapexburtelebo...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები