მესის დიზაინერი რონალდუს ფანია?! - კვირის პალიტრა

მესის დიზაინერი რონალდუს ფანია?!

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, კლასიკურად ჩაცმული ლიონელ მესი საკმაოდ იშვიათი სანახავია. ალბათ, ამის ბრალიც არის, პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი არგენტინელი სუპერვარსკვლავი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას რომ იპყრობს. თუმცა, კოსტიუმსაც ხომ გააჩნია?! - არცთუ იშვიათად, "ბარსელონას" ლიდერი ისეთ სამოსს იცვამს, პატრონზე მეტ აჟიოტაჟს რომ იწვევს ხოლმე. მესიმ ტრადიცია არც წელს დაარღვია და 2013 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის გამოსავლენ საღამოზე...

ალისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მობრძანდა! თუ გასულ წლებსა და ლეოს წინწკლებიან თუ ვარდებიან პიჯაკებსაც გავიხსენებთ, ბევრს შეიძლება კითხვაც გაუჩნდეს - იქნებ მესის დიზაინერი სინამდვილეში კრიშტიანუ რონალდუს ფანია და არგენტინელ ვარსკვლავს ასეთ ჩაცმულობას სპეციალურად ურჩევს?!

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ნათქვამია - გემოვნებაზე არ დაობენო (მით უმეტეს - მესისთან). ამიტომაც, დღევანდელ ფოტოგალერეაში კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ლიონელ მესის ფოტოებს შემოგთავაზებთ და თავად გადაწყვიტეთ - სად უფრო კარგი სანახავია ლეო მესი – მოედანზე, თუ მის მიღმა?