"ოქროს საჭის" გამარჯვებულებს რუსთავის ავტოდრომზე დააჯილდოებენ - კვირის პალიტრა

"ოქროს საჭის" გამარჯვებულებს რუსთავის ავტოდრომზე დააჯილდოებენ

"ოქროს საჭის" მფლობელების დასახელებამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა. საავტომობილო ჟურნალ "Aუტო Bილდ საქართველოს" ორგანიზებითა და კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით გამართული კონკურსი, რომელმაც ევროპის საუკეთესო ავტომობილები ექვს სხვადასხვა კლასში გამოავლინა, უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოდგა. ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრამედიის" რამდენიმე მედიასაშუალებით (www. autobild.ge, www.sportall.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge), ასევე, "ვისოლის" ვებგვერდისა და Fაცებოოკ პროფილის მეშვეობით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვა 31 დეკემბერს დასრულდა და მასში მონაწილეობა 25 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო. საუკეთესო ავტომანქანების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა ავტობრენდის ფანკლუბები, მოყვარულები და საავტომობილო დილერები იყვნენ ჩართული და თავიანთი მოდელების მხარდასაჭერად სპეციალური აქციები და ღონისძიებებიც მოაწყვეს, წლის ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო კონკურსი კი რუსთავში, გრანდიოზული გალადაჯილდოებით სრულდება!

სწორედ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი უმასპინძლებს 30 იანვარს დაჯილდოების ცერემონიალს, სადაც ექვს სხვადასხვა კლასში (SUV კლასი, ვენების კლასი, კუპეები და კაბრიოლეტები, კომპაქტური კლასი, მცირელიტრაჟიანები, საშუალო და მაღალი კლასი) გამარჯვებული მოდელები დასახელდება. საუკეთესო ავტომობილებთან ერთად დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო სპორტსმენებიც. ასე რომ, ცერემონიალს წლის შემაჯამებელი საავტომობილო ღონისძიების სახეც ექნება, რაც უდავოდ მისასალმებელია - საავტომობილო სამყარო ხომ განებივრებული არ არის ამგვარი ღონისძიებებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები არა ევროპელი, არამედ ქართველი მომხმარებლის შერჩეულ მოდელებს აჯილდოებენ!

P.შ. "ოქროს საჭე-2013"-ის გამარჯვებულების შესახებ დაწვრილებით წაიკითხავთ "Aუტო Bილდ საქართველოს" ახალ ნომერში, რომელიც 1-ლი თებერვლიდან გაიყიდება.