რუსთავში "ოქროს საჭეები" გაანაწილეს
რუსთავში "ოქროს საჭეები" გაანაწილეს
"საავტომობილო ოსკარის" მფლობელები ცნობილია

ოთხთვიანი "რბოლა" დასრულებულია - "Auto Bild საქართველომ" "საავტომობილო ოსკარები" ჩამოარიგა და "საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციასთან" ერთად წლის საუკეთესო მრბოლელებიც დააჯილდოვა. საავტომობილო სამყარო ნამდვილად არ არის განებივრებული წლის შემაჯამებელი მასშტაბური ღონისძიებებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართულმა გალა-დაჯილდოებამ კი, რომელიც "Auto Bild საქართველოსა" და "საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის" ორგანიზებითა და კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველოს საავტომობილო სფეროსთან დაკავშირებული თითქმის ყველა ადამიანი გააერთიანა.

...სპორტული ავტომანქანების სიმრავლე, გემოვნებიანი მუსიკა, "ივენთ კომპანია
დელიკატოს" მიერ ორგანიზებული ფურშეტი, ულამაზესი ფეიერვერკი და რაც მთავარია, გამარჯვებულები: თავიანთ კლასში საუკეთესო ავტომანქანები და მრბოლელები - გალა-დაჯილდოება უპრეცედენტოდ შთამბეჭდავი გამოდგა!

ისევე, როგორც თავად კონკურსი: "ოქროს საჭე-2013"-ის გამარჯვებულების, ანუ წლის საუკეთესო ავტომანქანების გამოსავლენ გამოკითხვაში 25 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა! ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრამედიის" რამდენიმე მედიასაშუალებით
(www.autobild.ge, www. sportall.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge), ასევე, "ვისოლის" ვებგვერდისა და  Facebook-პროფილის მეშვეობით ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 31 დეკემბერს დასრულდა.

"ოქროს საჭის" გამარჯვებულები ექვს სხვადასხვა კლასში გამოვლინდნენ:
მცირელიტრაჟიანებისა და კომპაქტების კლასში გამარჯვებულმა Mazda 3-მა (გამოკითხულთა ხმების 30,5%) მცირე სხვაობით ჩამოიტოვა მეორეადგილოსანი VW Golf  (29.0%). მესამე პოზიციაზე Toyota Auris (16.7 %) ,  გავიდა. ვენების კლასში ასევე მცირე სხვაობით იმარჯვა თოყოტა Proace-მ (25.5%), მეორე ადგილზე ჩიტროენ Pიცასსო (22.6%). აღმოჩნდა, მესამეზე - Kia Carens -ი (19.6%).

რაც შეეხება საშუალო კლასს, აქ ყველაზე მეტი ხმა (34.6%) Audi A3 sedan-მა მიიღო და Mercedes CLA-ს (23.8%) გარდა, მესამე სერიის BMW 3er GT-ც (14.1%) ჩამოიტოვა. სამაგიეროდ, BMჭ-მ კუპეებისა და კაბრიოლეტების კლასში გაილაღა - ამ კლასის მოდელებს შორის გამოკითხულთა ყველაზე დიდი სიმპათია (29.6%) BMW 4ერ-მა დაიმსახურა. ოდნავ ნაკლები მხარდამჭერი აღმოაჩნდა Aston Martin Vanquish Volante-ს (22.9%) და Pორსცჰე ჩაყმან-ს (20.5%).
მაღალი და მდიდრული კლასის კატეგორიაში შთამბეჭდავი უპირატესობა მოიპოვა შ კლასის Mერცედეს-მა - 49.1%. ცხადია, რომ ასეთი უპირატესობის პირობებში, მდევრებს -  Bentley Flying Spur-ს (20.0%) და Maserati Quattroporte-ს (13.1%) - გამარჯვების შანსი არ ჰქონიათ... დაბოლოს - აშკარა იყო გამარჯვებულის უპირატესობა SUV კლასის მოდელებს შორისაც: ღანგე ღოვერ-ი (44.4%), BMW X5 (26.8%), Jeep Cherokee (13.6%)...

ეს რაც შეეხებოდა "ოქროს საჭის" გამარჯვებულებს. თუმცა, შესავალშიც ვთქვით, რომ "საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციამ" დააჯილდოვა წლის საუკეთესო მრბოლელებიც, რომლებიც სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები