შევიხედოთ პატრულის ახალ მანქანაში - კვირის პალიტრა

შევიხედოთ პატრულის ახალ მანქანაში

"Auto Bild"-მა Ford Police Interceptor-ი გატესტა

"Ford Interceptor"-ს "აგრესიული" დიზაინი აქვს და შესაძლოა, პატრულის მიმართ პატივისცემა და რიდი კიდევ უფრო გაზარდოს"

"Auto Bild saqarTvelosTvis" ექსკლუზივები ჩვეული ამბავია, მაგრამ ამჯერად მართლაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ ექსკლუზიურად გატესტა Ford Police Interceptor-ი - სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ავტომანქანა, რომელმაც, შესაძლოა, ქართული საპატრულო პოლიციის ავტოპარკის ავტომობილები ჩაანაცვლოს! ექსკლუზიური ტესტის ექვსგვერდიან მიმოხილვას "Auto Bild საქართველოს" თებერვლის ნომერში წაიკითხავთ, ამჯერად კი ინტერვიუ შალვა ბუაჩიძესთან, რომელიც არც პოლიციელია, არც დამნაშავე, მაგრამ Police Interceptor-ში მაინც აღმოჩნდა:

- პოლიციელი ჩემგან აღარ დადგება, არც დანაშაულის ჩადენას ვაპირებ, თუმცა... როგორც აღმოჩნდა, პოლიციის ავტომანქანაში მოხვედრის მესამე გზაც არსებობს! შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გვთხოვეს, გაგვეტესტა და Skoda Octavia-სთვის (მოდელი, რომლითაც საპატრულო პოლიცია ამჟამად სარგებლობს. - ავტ.) შეგვედარებინა Ford Police Interceptor-ი, რომელიც საპატრულო პოლიციის ახალი ავტოპარკის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. დიდი მადლობა შსს-ს "Aუტო Bილდ საქართველოს" ასეთი ნდობისა და დაფასებისთვის!

- და როგორია ამ ორი ავტომანქანის "შედარებითი დახასიათება"?

- Octavia-სთან შედარებით Police Interceptor-ს უფრო "აგრესიული" დიზაინი აქვს. ყველაფერზე ეტყობა, რომ პოლიციისთვის შექმნილი ავტომანქანაა და პირდაპირ მოგვიწოდებს, სადაც მე ვარ, კანონი უნდა აღსრულდესო! ეს ავტომანქანა მთლიანად პოლიციელზეა მორგებული, მის კომფორტულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზეა გათვლილი. წინა სავარძლებზე შეიარაღებული პოლიციელიც კი კომფორტულად მოთავსდება.

- რა გასაკვირია, Interceptor-ი ხომ პოლიციისთვის შექმნილი ავტომანქანაა?

- Ford Police Interceptor-ს რიგითი მომხმარებელი ვერ შეიძენს. ეს არის სპეციალურად სამართალდამცავებისთვის შექმნილი ავტომანქანა, რომელსაც პოლიციელები აშშ-ის შტატების უმრავლესობასა და კანადაში იყენებენ. უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი დეტალის, გაძლიერებული წინა ბამპერის წყალობით "ფორდის" ეს მოდელი 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს! სავარძლების საზურგეები ჯავშნით არის დაცული, რაც დამატებით უზრუნველყოფს ეკიპაჟის უსაფრთხოებას. ავტომანქანის დისკები და საბურავებიც კი არასერიულად იწარმოება და განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა.

Interceptor-ს "შკოდასგან" ისიც განასხვავებს, რომ სალონის უკანა ნაწილში მოთავსებული პირი პოლიციის ეკიპაჟისგან მაღალი გამძლეობის გამჭვირვალე ბარიერით არის იზოლირებული - ვერც კარს გააღებს, ვერც მინას ჩამოსწევს, ფაქტობრივად, წინასწარი დაკავების საკანშია! შესაბამისად, მასთან ერთად პოლიციელის ყოფნა აუცილებელი აღარ არის... უკანა რიგის სავარძელი ვინილგადაკრულია და თუ დაისვარა, ადვილად იწმინდება, თუმცა, შკოდა-ს უკანა რიგთან შედარებით ვიწროა. ეს ბუნებრივიც არის - Octavia საოჯახო მანქანაა, Ford Interceptor-ი კი პოლიციის ბოლიდი და მისი სალონის უკანა ნაწილიც კომფორტზე მეტად დაკავებულის იზოლირებაზეა გათვლილი.

- როგორც ტესტის შემდეგ აღნიშნე, Interceptor-ი სიმძლავრის ნაკლებობას არ უჩივის!

- მართალია, პოლიციას იშვიათად სჭირდება გაქცეული ავტომანქანის დევნა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში 3,7 ლიტრი მოცულობის (305 ცხ. ძალის სიმძლავრის!) ძრავიანი Ford Interceptor-ის ჩამოტოვებას მხოლოდ სუპერსპორტული ავტომანქანა თუ შეძლებს! სისწრაფეს "შკოდაც" კარგად "კრეფს", მაგრამ სიმძლავრეში განსხვავება მაინც საგრძნობია. Octavia-ს ტურბინიანი ძრავა (1.8 TSI) აქვს, ტურბინა კი, როგორც ცნობილია, აგრეგატის "სიცოცხლისუნარიანობას" ამცირებს. ამერიკელები ამჯობინებენ, პოლიციის ავტომანქანა უტურბინო იყოს და მუშაობის მეტი რესურსი ჰქონდეს. სიმძლავრე კი, რაც თურბო-ს უნდა გაეზარდა, ლიტრაჟის გაზრდის ხარჯზეა მომატებული. ეს კი, ბუნებრივია, საწვავის ხარჯსაც ზრდის.

- ანუ, "ფორდის" ეს მოდელი "შკოდაზე" მეტად უსაფრთხო, მაგრამ უფრო ხარჯიანია?

- Ford Interceptor-ი მხოლოდ ერთი დღით გავტესტეთ. თანაც, ის ჯერ კიდევ გასახმარისების რეჟიმშია და ძნელი სათქმელია, რამდენ საწვავს მოიხმარს რეალურ ცხოვრებაში. Oცტავია-სგან განსხვავებით, პოლიციის "ფორდს" სიჩქარის გადაცემათა ავტომატური კოლოფი და მუდმივი სრული ამძრაობა აქვს. ჩემი აზრით, ქალაქში გავლილ ყოველ 100 კმ-ზე მინიმუმ 14 ლიტრი საწვავი მაინც დასჭირდება. ამის გარდა, მცირე უგზოობას უპრობლემოდ უმკლავდება. რაც მთავარია, შეუძლია, მთელი სიმძლავრე ერთ ბორბალზე მიმართოს, ანუ თუ ერთ ბორბალს მაინც აქვს მოჭიდება, Iნტერცეპტორ-ი პრობლემას გაუმკლავდება!

- ალბათ, Ford Police Interceptor-ის ფასიც გასაიდუმლოებულია...

- ისევე, როგორც პოლიციის ავტომანქანის სხვა მონაცემები. თუმცა, შემიძლია ვივარაუდო, რომ პოლიციის "ფორდი" Skoda Octavia-ზე ძვირი ეღირება! მით უმეტეს, Iნტერცეპტორ-ს პოლიციელის უსაფრთხოებისთვის შექმნილი დეტალები ქარხნულად მოჰყვება, "შკოდაზე" კი შემდგომ არის დამონტაჟებული... თავად სიამოვნებით მეყოლებოდა Skoda Octavia - პრაქტიკული, კომფორტული, ეკონომიური საოჯახო ავტომანქანაა, მაგრამ როგორც პოლიციის ავტომობილი, Ford Police Interceptor-ი უკეთესია უსაფრთხოებით, პრაქტიკულობით, საიმიჯო თვალსაზრისით და ა.შ.

- ფიქრობ, რომ თუ არჩევანი Ford Police Interceptor-ზე შეჩერდა, ეს საპატრულო პოლიციის იმიჯზეც აისახება?

- ჯერჯერობით, Ford Police Interceptor-ი მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. რაც შეეხება იმიჯს, უკვე ვთქვით, რომ "აგრესიული" დიზაინი აქვს და შესაძლოა, პატრულის მიმართ პატივისცემა და რიდი კიდევ უფრო გაზარდოს. ტესტის დროს, სანამ ქალაქიდან გავიდოდით, Pოლიცე Iნტერცეპტორ-მა დიდი ინტერესი გამოიწვია - გვაჩერებდნენ, გვეკითხებოდნენ. ერთმა მძღოლმა ისიც კი გვითხრა ღიმილით, თანახმა ვარ, დამაპატიმროთო...