შევიხედოთ პატრულის ახალ მანქანაში
10-02-2014
შევიხედოთ პატრულის ახალ მანქანაში
"Auto Bild"-მა Ford Police Interceptor-ი გატესტა

"Ford Interceptor"-ს "აგრესიული" დიზაინი აქვს და შესაძლოა, პატრულის მიმართ პატივისცემა და რიდი კიდევ უფრო გაზარდოს"


"Auto Bild saqarTvelosTvis" ექსკლუზივები ჩვეული ამბავია, მაგრამ ამჯერად მართლაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ ექსკლუზიურად გატესტა Ford Police Interceptor-ი - სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ავტომანქანა, რომელმაც, შესაძლოა, ქართული საპატრულო პოლიციის ავტოპარკის ავტომობილები ჩაანაცვლოს! ექსკლუზიური ტესტის ექვსგვერდიან მიმოხილვას "Auto Bild საქართველოს" თებერვლის ნომერში წაიკითხავთ, ამჯერად კი ინტერვიუ
შალვა ბუაჩიძესთან, რომელიც არც პოლიციელია, არც დამნაშავე, მაგრამ Police Interceptor-ში მაინც აღმოჩნდა:


- პოლიციელი ჩემგან აღარ დადგება, არც დანაშაულის ჩადენას ვაპირებ, თუმცა... როგორც აღმოჩნდა, პოლიციის ავტომანქანაში მოხვედრის მესამე გზაც არსებობს! შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გვთხოვეს, გაგვეტესტა და Skoda Octavia
-სთვის (მოდელი, რომლითაც საპატრულო პოლიცია ამჟამად სარგებლობს. - ავტ.) შეგვედარებინა Ford Police Interceptor-ი, რომელიც საპატრულო პოლიციის ახალი ავტოპარკის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. დიდი მადლობა შსს-ს "Aუტო Bილდ საქართველოს" ასეთი ნდობისა და დაფასებისთვის!

- და როგორია ამ ორი ავტომანქანის "შედარებითი დახასიათება"?

- Octavia-სთან შედარებით Police Interceptor-ს უფრო "აგრესიული" დიზაინი აქვს. ყველაფერზე ეტყობა, რომ პოლიციისთვის შექმნილი ავტომანქანაა და პირდაპირ მოგვიწოდებს, სადაც მე ვარ, კანონი უნდა აღსრულდესო! ეს ავტომანქანა მთლიანად პოლიციელზეა მორგებული, მის კომფორტულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზეა გათვლილი. წინა სავარძლებზე შეიარაღებული პოლიციელიც კი კომფორტულად მოთავსდება.

- რა გასაკვირია, Interceptor-ი ხომ პოლიციისთვის შექმნილი ავტომანქანაა?
- Ford Police Interceptor-ს რიგითი მომხმარებელი ვერ შეიძენს. ეს არის სპეციალურად სამართალდამცავებისთვის შექმნილი ავტომანქანა, რომელსაც პოლიციელები აშშ-ის შტატების უმრავლესობასა და კანადაში იყენებენ. უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი დეტალის, გაძლიერებული წინა ბამპერის წყალობით "ფორდის" ეს მოდელი 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს! სავარძლების საზურგეები ჯავშნით არის დაცული, რაც დამატებით უზრუნველყოფს ეკიპაჟის უსაფრთხოებას. ავტომანქანის დისკები და საბურავებიც კი არასერიულად იწარმოება და განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა.
Interceptor-ს "შკოდასგან" ისიც განასხვავებს, რომ სალონის უკანა ნაწილში მოთავსებული პირი პოლიციის ეკიპაჟისგან მაღალი გამძლეობის გამჭვირვალე ბარიერით არის იზოლირებული - ვერც კარს გააღებს, ვერც მინას ჩამოსწევს, ფაქტობრივად, წინასწარი დაკავების საკანშია! შესაბამისად, მასთან ერთად პოლიციელის ყოფნა აუცილებელი აღარ არის... უკანა რიგის სავარძელი ვინილგადაკრულია და თუ დაისვარა, ადვილად იწმინდება, თუმცა, შკოდა-ს უკანა რიგთან შედარებით ვიწროა. ეს ბუნებრივიც არის - Octavia საოჯახო მანქანაა, Ford Interceptor-ი კი პოლიციის ბოლიდი და მისი სალონის უკანა ნაწილიც კომფორტზე მეტად დაკავებულის იზოლირებაზეა გათვლილი.

- როგორც ტესტის შემდეგ აღნიშნე, Interceptor-ი სიმძლავრის ნაკლებობას არ უჩივის!
- მართალია, პოლიციას იშვიათად სჭირდება გაქცეული ავტომანქანის დევნა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში 3,7 ლიტრი მოცულობის (305 ცხ. ძალის სიმძლავრის!) ძრავიანი Ford Interceptor-ის ჩამოტოვებას მხოლოდ სუპერსპორტული ავტომანქანა თუ შეძლებს! სისწრაფეს "შკოდაც" კარგად "კრეფს", მაგრამ სიმძლავრეში განსხვავება მაინც საგრძნობია. Octavia-ს ტურბინიანი ძრავა (1.8 TSI) აქვს, ტურბინა კი, როგორც ცნობილია, აგრეგატის "სიცოცხლისუნარიანობას" ამცირებს. ამერიკელები ამჯობინებენ, პოლიციის ავტომანქანა უტურბინო იყოს და მუშაობის მეტი რესურსი ჰქონდეს. სიმძლავრე კი, რაც თურბო-ს უნდა გაეზარდა, ლიტრაჟის გაზრდის ხარჯზეა მომატებული. ეს კი, ბუნებრივია, საწვავის ხარჯსაც ზრდის.

- ანუ, "ფორდის" ეს მოდელი "შკოდაზე" მეტად უსაფრთხო, მაგრამ უფრო ხარჯიანია?
- Ford Interceptor-ი მხოლოდ ერთი დღით გავტესტეთ. თანაც, ის ჯერ კიდევ გასახმარისების რეჟიმშია და ძნელი სათქმელია, რამდენ საწვავს მოიხმარს რეალურ ცხოვრებაში. Oცტავია-სგან განსხვავებით, პოლიციის "ფორდს" სიჩქარის გადაცემათა ავტომატური კოლოფი და მუდმივი სრული ამძრაობა აქვს. ჩემი აზრით, ქალაქში გავლილ ყოველ 100 კმ-ზე მინიმუმ 14 ლიტრი საწვავი მაინც დასჭირდება. ამის გარდა, მცირე უგზოობას უპრობლემოდ უმკლავდება. რაც მთავარია, შეუძლია, მთელი სიმძლავრე ერთ ბორბალზე მიმართოს, ანუ თუ ერთ ბორბალს მაინც აქვს მოჭიდება, Iნტერცეპტორ-ი პრობლემას გაუმკლავდება!

- ალბათ, Ford Police Interceptor-ის ფასიც გასაიდუმლოებულია...
- ისევე, როგორც პოლიციის ავტომანქანის სხვა მონაცემები. თუმცა, შემიძლია ვივარაუდო, რომ პოლიციის "ფორდი" Skoda Octavia-ზე ძვირი ეღირება! მით უმეტეს, Iნტერცეპტორ-ს პოლიციელის უსაფრთხოებისთვის შექმნილი დეტალები ქარხნულად მოჰყვება, "შკოდაზე" კი შემდგომ არის დამონტაჟებული... თავად სიამოვნებით მეყოლებოდა Skoda Octavia - პრაქტიკული, კომფორტული, ეკონომიური საოჯახო ავტომანქანაა, მაგრამ როგორც პოლიციის ავტომობილი, Ford Police Interceptor-ი უკეთესია უსაფრთხოებით, პრაქტიკულობით, საიმიჯო თვალსაზრისით და ა.შ.

- ფიქრობ, რომ თუ არჩევანი Ford Police Interceptor-ზე შეჩერდა, ეს საპატრულო პოლიციის იმიჯზეც აისახება?
- ჯერჯერობით, Ford Police Interceptor-ი მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. რაც შეეხება იმიჯს, უკვე ვთქვით, რომ "აგრესიული" დიზაინი აქვს და შესაძლოა, პატრულის მიმართ პატივისცემა და რიდი კიდევ უფრო გაზარდოს. ტესტის დროს, სანამ ქალაქიდან გავიდოდით, Pოლიცე Iნტერცეპტორ-მა დიდი ინტერესი გამოიწვია - გვაჩერებდნენ, გვეკითხებოდნენ. ერთმა მძღოლმა ისიც კი გვითხრა ღიმილით, თანახმა ვარ, დამაპატიმროთო...
Tremor
17 თებერვალი 2014 10:03
JONDI მესმის, მაგრამ ქართული რეალიების საკითხი ცოტა სუსტად მეჩვენება. მაინცდამაინც ვინმემ რამოდენიმე ეკიპაჟი უნდა ამოწყვიტოს ან ფილმ vanishing point-ის მსგავსი რბოლები დაუწყოს პოლიციელებს, რომ საჭირო გახდეს მსგავსი რეფორმები. ნუ დაგავიწყდება, რომ ჩვენი პოლიციელები ადამიანები არიან და არა დროიდები ან კიბორგები. მათაც ჰყავთ ოჯახი და თუ რაიმეთი შევამცირებთ იმ რისკს რასაც ადამიანის სიკვდილი ან დასახიჩრება მოჰყვება მემგონი ღირს იმ რამოდენიმე ექსტრა ათას დოლარად. რაც შეეხება ფასებს ეგ რეალური ფასია და ნებისმიერი სპეც-ტექნიკა საკმაოდ ძვირია.
რაც შეეხება პოლიციასთან "გონკაობით" გაქცევას, ოდესღაც თავად გახლდით ამ რბოლის "მთავარი გმირი". ეს საამაყო არაა, მაგრამ, რომ ვყოფილიყავი ვინმე ბოროტმოქმედი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა პოლიციელებისგან დასხლტომა, მე ამას მივაღწევდი. მარტო სარეგისტრაციო ნომრით ჯარიმის გამოწერა არაა საკმარისი. ხანდახან საჭიროა ობიექტის ფიზიკური შეჩერება-დაკავება.
რაც შეეხება 2.0 ლიტრიან ტურბო ფორდებს ის მაინც ძლიერია შკოდაზე (ნუ სიმძლავრე/მასის შეფარდება უკვე სხვა საქმეა), მაგრამ ერთი თუ იქნება სტანდარტული საპატრულო ვერსია, 3.5 იანი იქნება გადამჭერი.
აი რაშიც მართლა არ ვეთანხმები ესაა BMW M5 E-60 ების შეძენა.საქართველოში თითქმის 1000 ცხენიძალიანი მანქანებიც დადიან, მაგრამ ქალაქში ამ პოტენციალს ისე ვერ გამოიყენებ, რომ ფორდი "დაკარგო", ავტობანიდან კი ისე ვერ გაექცევი, რომ ვიზუალური კონტაქტი დაკარგო. და ვერც უგზოობაზე ივლიან მსგავსი "რაკეტები". ასე, რომ ზედმეტია ეგ M5-ები. ფორდის სრულამძრაობა და გაძლიერებული შასი კი საშუალებას მოქცემს თითქმის ნებისმიერი გზის საფარის პირობებში მოქმედებას.
Jondi
15 თებერვალი 2014 02:21
Tremor,

რაც ჩამოთვალე უმრავლესობა არ არის ქართული რეალობისთვის აუცილებელი. სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს მაგრამ მეეჭვება რომ პოლიციაზე ვინმეს წინააღმდეგობა ცრემლსადენი გაზით გაეწიოს, ან პლიციას "გონკაობით" ვინმე გაექცეოდა, ან ავტომობილით წინაღობის გარღვევა ჭირდებოდეს ხშირად. ესეთი რამე შეიძლება ამერიკაში ხშირია. მაგალითად უბნებია ნიუორკში(შავების უბნებად ცნობილი) პოლიცია ესკალაციის დროს ბრონი ტექნიკით შედის და იქ რაც ჩამოთვალე ყველა საშუალებას იყენებს. გაჩერებას და განეიტრალებას რაც შეეხება, ეს სუფთა ამერიკული მიდგომაა. არამგონია ჩვენთან გამოდგეს ან დაგვჭირდეს. ვისაც ამერიკაში პოლიციასთან შეხება ქონია დამეთანხმება რომ ძაან დაძაბულები და ებყრობიან ყველას თითქოს პოტენციური მკვლელი იყოს. (ერთხელ სხვა გასასვლელში გავედი ნიუიორკში და 3 მა პოლიციელმა ლამის თავზე იარაღი დამადეს ისე მელაპარაკებოდნენ, უბრალოდ easy passis არ ქონის გამო, მანდ იარაღი ბევრს ააქვს და სტატისტიკურად ბევრი პოლიციელი მოუკლავთ და მაგიტომაა ასე მიდგომა რომ ააქვთ, მასე საქართთველოში ვინმეს ელაპარაკო არ გამოდგება, თყუილად გააღიზიანებ). ჩვენი "შავების"უბანი ალბათ ლოტკინია, აბა გაბედოს ვინმემ ცრემლსადენი ბომბები ან მანქანებით გზა გადაუკეტოს პოლიციას, მთელს ლოტკინს ცაში ააგდებენ. ლოტკინი ისე შედარებისთვის. ელექტრო შოკზე და სხვა საშუალებებზი გეთანხმები შეიძლება საჭირო იყოს.

რაც შეეხება ფასს ვებ გვერდის ფასი და რეალური ფასი სულ სხვაა, როცა 300 ავტომობილს ყიდულობ იქ ფასზე ზეგავლენის ძალა დიდი გაქვს. და საერთოდ მეეჭვება შკოდები ან ფორდები შესყიდული იყოს, ლოგიკური იქნება ლიზინგზე ყავდეთ გამოყვანილი, ძველს უკან უბრუნებენ და ახალი გამოყავთ და ყოველ თვიურად იხდიან გარკვეულ თანხას.

ძრავა, 2 იანს თუ იყიდი სკოდას 2იან ტურბოზე ნაკლებად ძლიერი იქნება, და შკოდას უპირატესობა მიეცემა.

უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ შეცვლის...გარდა იმას რომ ნაცების ჩემოყვანილია და ნაცების ხელმონაკიდები გეზიზღება, რაც შეიძლება სერიოზული არგუმენტი იყოს და თქვან ქემაინც! თხა გავყიდე უფრო ძვირი თხა ვიყიდეა მეტი არაფერი.
Tremor
13 თებერვალი 2014 11:10
ქართული პოლიცია ჯერ ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს რომელზეც უნდა სწორდებოდეს პოლიცია.
- სუსტია მომზადება გაჩერებული ავტომობილის და მისი მძღოლის დათვალიერების ასპექტში.(ეკიპაჟის ყველა წევრი გადმოდის მანქანიდან და გაჩერებულ მანქანასთან ისე დგებიან, რომ მძღოლს სამივეს განეიტრალება შეუძლია)
- გზაზე ბლოკ-პოსტების ხარისხიანი მოწყობა არ იციან.
- არ გააჩნიათ ეკლიანი ლენტები დაუმორჩილებელი ავტომობილის გასაჩერებლად.
- არ გააჩნიათ არალეტალური საშუალებები ეჭვმიტანილის გასანეიტრალებლად. (ელ.შოკი, ცრემლსადენი გაზი და ა.შ.)
- საპოლიციო ავტომობილები არაა გათვლილი საპოლიციო გამოყენებაზე, ანუ დაცვა პოლიციელის გარემო ზემოქმედებისგან, როგორიცაა თუნდაც ცრემლსადენი გაზით გაჯერებულ გარემოში მოქმედება. მსუბუქი ავტომობილით ბლოკირებული მონაკვეთის გახსნა საპოლიციო მანქანით მიწოლით და ა.შ.
ანუ საუბარი იმაზეა, რომ საჭიროა ყველა ხარვეზის გამოსწორება. პოლიცია ყველა ასპექტში უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, დაწყებული პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენით დამთავრებული სხვა უწყებებთან სინქრონიზირებული სპეც.ოპერაციებით დამთავრებული (მაგალითად დამნაშავეებთან შეიარაღებული შეტაკების იზოლირება მხარდაჭერის მოსვლამდე).
კი interceptor ძვირია დაახლოებით 29 000 დან იწყება ფასები, octavia კი 26 000 დან (ოფიციალური მონაცემები), მაგრამ არ იქნება 300 ცალი ოქტავია და იქნება 200 ცალი "გადამჭერი". რაც შეეხება ფორდს ის 3.5 ლიტრიანი ძრავის გარდა 2.0 ლიტრიანი ტურბო ძრავითაც აღიჭურვება (იხილეთ http://www.ford.com/newsevents/news/newsdetail/?id=385). ასე, რომ მთლად ასე კრიტიკულებიც ნუ ვიქნებით. ჭკვიანი ადამიანი ჯერ მოიძიებს ფაქტებს და მერე გააკეთებს კომენტარს.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვბრაზდები პოლიციელებზე ამა თუ იმ მიზეზის გამო, მაინც მადლობელი ვარ მათი, რადგანაც ავად თუ კარგად გვიცავენ.

რედაქტორის რჩევით