იაშვილი საუკეთესოა - კვირის პალიტრა

იაშვილი საუკეთესოა

საქართველოს ნაკრებისა და გერმანული "კარლსრუეს" თავდამსხმელი ალექსანდრე იაშვილი პირველი წრის შედეგების მიხედვით კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. გამოკითხვაში, რომელიც გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩაატარა, იაშკამ 37,9% მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო. მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ქართველმა ფორვარდმა 15 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, იაშვილი შედეგიანი გადაცემებით წელსაც გამოირჩევა. "კარლსრუეს" ამჟამად 24 ქულა აქვს და ექვსი ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ "არმინიასა" და "ფორტუნას". მესამე ადგილი კი იმიტომ ვახსენეთ, რომ პირველი ბუნდესლიგის საგზური მხოლოდ იმ გუნდებს ერგებათ, მეორე ბუნდესლიგის ცხრილში პირველ სამ ადგილას რომ მოიპოვებენ. ვეტერან ქართველ ფეხბურთელს გერმანიის უმაღლეს ლიგაში არაერთი ჩინებული მატჩი აქვს ჩატარებული და იმედია, პირველი ბუნდესლიგის საგზურს წელსაც მოიპოვებს.