ფეხბურთი და ტყვიამფრქვევი - კვირის პალიტრა

ფეხბურთი და ტყვიამფრქვევი

2010 წლის აფრიკის ერთა თასი სკანდალით იწყება. კვირის მიწურულს ანგოლის საზღვართან ტყვიამფრქვევით დაცხრილეს ავტობუსი, რომლითაც ტოგოს

ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ვარჯიშიდან ბრუნდებოდა. ადგილზე დაიღუპა ავტობუსის მძღოლი, შვიდი კაცი კი, მათ შორის - ორი ფეხბურთელი დაჭრილია. თავდამსხმელები, ანგოლელი სეპარატისტები არიან, რომლებიც კაბინდას პროვინციის (თავდასხმა სწორედ ამ პროვინციის ტერიტორიაზე მოხდა) ანგოლისგან გამოყოფას მოითხოვენ. თანაგუნდელებთან ერთად, ავტობუსში ტოგოს ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, ემანუელ ადებაიორიც იმყოფებოდა, თუმცა, ის არ დაშავებულა. ადებაიორის თქმით, სროლა თითქმის 20 წუთს გრძელდებოდა. "ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობას ერთა თასზე თამაში აღარ სურს. თუ უსაფრთხოების გარანტია არ გვექნება, ტურნირს დავტოვებთ" - აღნიშნა ფეხბურთელმა. თუ ტოგოელებს სხვა გუნდებიც აუბამენ მხარს, აფრიკის ერთა თასი შესაძლოა სულაც ჩაიშალოს.