ვიეირას ზღაპრული ხელფასი - კვირის პალიტრა

ვიეირას ზღაპრული ხელფასი

"მანჩესტერ სიტის" არაბი მფლობელები ფულს წაღმა-უკუღმა ფანტავენ. სხვა რა უნდა უწოდო ტრანსფერს, რომელიც მანჩესტერელმა კლუბმა გასულ კვირას

განახორციელა? "სიტიმ" მილანის "ინტერისგან" იჯარით აიყვანა 33 წლის ფრანგი პატრიკ ვიეირა და წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხელფასის სახით ნახევარმცველს 10 მლნ გირვანქას გადაუხდის! რამდენიმე წლის წინ, ვიეირა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბოლო ხანს, მილანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად თუ "გამოანათებდა". თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "მანჩესტერ სიტის" მხოლოდ ბევრი ფული კი არა, ახალი მწვრთნელიც ჰყავს - რობერტო მანჩინი, რომელიც "ინტერს" ჟოზე მოურინიომდე წვრთნიდა და ვიეირას კარგად იცნობს. თავად ფეხბურთელი კი არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში... მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას აპირებს.