"ლელო" საქართველოს ჩემპიონია! - კვირის პალიტრა

"ლელო" საქართველოს ჩემპიონია!

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალში "ლელომ" 24:11 აჯობა "არმიას" და ზედიზედ მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი! რეგულარული პირველობა პირველ-მეორე ადგილებზე სწორედ ამ გუნდებმა დაასრულეს, ფლეი-ოფში კი "ლელოელებმა" იმარჯვეს და ფინალის საგზურთან ერთად, მომავალ მეტოქეზე ერთი კვირით მეტი დასვენებაც დაიბევეს. ამის ბრალიც არის, ლევან მაისაშვილის შეგირდებს "არმიელებზე" მეტი ჯანი რომ ეტყობოდათ და მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. მატჩის გმირად კი გამარჯვებულთა 15 ნომერი იქცა - 24-ივე ქულა ირაკლი ყიასაშვილის ანგარიშზეა!