მერე რაღას ვიზა-მთ?!
26-05-2014
მერე რაღას ვიზა-მთ?!
ორივე მეტოქე ერთიმეორეზე "უკეთესი" კია, მაგრამ რას იზამ - ცნობილი ამბავია, რომ არა მხოლოდ გოლების გატანა, საქართველოს ნაკრებს სპარინგ-პარტნიორების მოძიებაც ძალიან უჭირს... საუდის არაბეთისა რა გითხრათ, მაგრამ იმედია, ჩვენი გუნდი გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან მატჩში მაინც შეეცდება შეტევას და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ იფიქრებს..

ტრავმების გამო, თემურ ქეცბაიამ უკვე მოისაკლისა ესპანეთში წასასვლელად გამზადებული რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ ტრავმები რომ გვიშლიდეს ხელს, რაღა გვიჭირდა?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - საქართველოს
ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი ნაკრებს ესპანეთში ვერ გაჰყვა, რადგან... ვიზა ვერ გაუკეთეს! რევიშვილის თქმით, მისი პასპორტი სხვა ფეხბურთელების საბუთებთან ერთად ჩააბარეს, თუმცა, შვეიცარიის საკონსულომ ქართველ მეკარეს ვიზის მიცემაზე უარი უთხრა... ვეჭვობ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელებსაც მსგავსი პრობლემები ექმნებათ. არა და არ დაადგა საშველი ნაკრების
მოთამაშეებისთვის ხანგრძლივი, ე.წ. "მულტი-ვიზის" გაკეთებას, რათა ისედაც მწირი არჩევანის პირობებში, ფეხბურთელები ასეთი სულელური მიზეზების გამო არ მოვისაკლისოთ...

P.S. კარგი ბატონო, არაბებს გიორგი ლორიაც ეყოფა. ამხანაგურ მატჩში წაგებაც არ არის ტრაგედია, მაგრამ ოფიციალური მატჩის წინ რომ დავრჩეთ ვიზ-ების გარეშე, მერე რაღას ვიზა-მთ?!

tamaz
28 მაისი 2014 13:44
სიმართლე,

მეტი საზრუნავი არაფერი გაქვს? ბალახის ჰოკეიზეც ხო არ შეგტკივა გული? მიგდებულია რარაც ამ ბოლო დროს ეგ სპორტი. საქართველო არაა 100 მილიონიანი მდიდარი ქვეყანა, ფინანსური და ადამიანური რესურსები ყველაფერს რომ ეყოს.
მივაწვეთ იმსახეობებს, რაშიც ნიჭი და წარმატებები გავქვს: რაგბი, ჭიდაობა, ჭადრაკი და ორიოდე კიდო.
simartle
27 მაისი 2014 11:42
ერთი ამბავი ინდა გაგიზიაროთ.ორიოდე დღის წინ მოვფრინავდი ევროპიდან თბილისში და თვითმფრინავში მეზობლად იჯდა 3 სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა,რომლებიც სპორტული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატიდან ბრუნდებოდნენ.შემაძრწუნა მათმა მოყოლილმა ამბავმა რომ თურმე ეს 3 მშვენიერი გარეგნობის და ზრდილობის ახალგაზრდა,ყოფილა საქართველოს უკანასკნელი სამი ტანმობარჯიშე.დიახ,დიახ 3 უკანასკნელი ტანმოვარჯიშე.(მე-4 რომელიც ჯგუფურ შეჯიბრებაში მონაწილეობდა ,უკვე დიდი ხანია გერმანიის ერთ-ერთ კლებში გამოდის და მხოლოდ შეჯიბრებებზე უერთდებოდა გუნდს).აღმოჩნდა რომ ამ ახლგაზრდების ე.წ. სპორტული სტიპენდია შეადგენს 200ლარს და მორჩა,მეტი არაფერი,სავარჯიშო პირობები არ არსებობს(ყველა დარბაზი გადაქცეულია ბიზნესს-დარბაზებად სადაც ღიპიანი ტიპები ღრეობისა და ქეიფების მერე ცდილობენ "ფორმა" აღიდგინონ)ფედერაციას,რომ თუნდაც ეს დარჩენილი 3 პირი შეინახოს (ფედერაციის თქმით) არ გააჩნია წლიურად( ვიმეორებ -წლიურად) 40-45 ათასი ლარი რომ ამ ბიჭებს ცოტა (ბევრს არ ითხოვენ,მხოლოდ 500-600 ლარს)სტიპენდია და დარბაზის და ექიმების ფული გადაიხადოს. და ამ დროს ,ვინმე დარბაისელი და ციხის სხვა ტიპაჟები ამოდენა პრემიებს ირიგებენ და ღარიბაშვილი -ჰაკიმა ამას აპრავებს.როცა ხადური რესტორნებში ტვეში 200-300 ათას ლარს ფლანგავს,ხოლო მინისტრის მოადგილეები 100-150 ათას პრემიებს იღებენ,ჩვენ ვპობთ ახალგაზრდა ტაობაში რაიმის გაკეთების სურვილს.ასე გვინდა ქვეყნის აშენება,ვის შემხედვარე უნდა გაიზარდოს ახლგაზრდა თაობა,მოროშკინას და ლოთი სუბარის,თუ ჭიკაშვილისა და გასიებული გუბაზასი.ოღონდ არ დამიწყოთ ეხლა რომ ნაცების დროს რატომ არ უშველესო.იმათ დროს რასაც ეშველა,ამ ნაგავმა მთავრობამ ისიც დაანგრია.ყიფიანს ჰკითხეთ ერთი რა თანხის ფულები იხარკჯება უაზროდ,აქ კი მხოლოდ 40 ათასი ლარი გადაარჩენდა სპორტის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობას საქართველოში.


Ioane
26 მაისი 2014 17:06
სირცხვილია!!!, სირცხვილი, როდემდე უნდა Gრდზელდებოდეს ასეთI შEმტხვევები? Eრტხელ დ. სამუდამოდ Vიხაცამ რაგაც ხომ Uნდა ტქვას დ. Gააკეტოს?

რედაქტორის რჩევით