ჭანტურია "ზენიტში"? - კვირის პალიტრა

ჭანტურია "ზენიტში"?

კარიერის ზენიტში ჯერ არ არის (მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" "ჟუვენილ A"-ში გოლი თითქმის ყველა მატჩში გააქვს), მაგრამ "ზენიტში" შეიძლება მაინც

აღმოჩნდეს - ასეთი მომავალი "გამოუწერეს" რუსმა ჟურნალისტებმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერ გიორგი ჭანტურიას. სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" სერიოზულად ამოუჭრია გულში ახალგაზრდა ტალანტის ხელში ჩაგდება. პეტერბურგული კლუბის წლიური ბიუჯეტი 100 მილიონ ევროს შეადგენს და ბუნებრივია, რუსები ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველის ხელში ჩასაგდებად ფულს არ დაიშურებენ, თუმცა, იმედია, გიორგიც და მისი წარმომადგენლებიც პირველ პლანზე სარფიან კონტრაქტს კი არა, სამომავლო პერსპექტივას დააყენებენ, ამ მხრივ კი, "ბარსელონასა" და "ზენიტის" შედარებაც კი სასაცილოა...