"ჩელენჯს" ქაფიც ვერ მოვხადეთ
29-09-2014
"ჩელენჯს" ქაფიც ვერ მოვხადეთ
ქართულმა კლუბმა ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის შანსი დაკარგა. რაც იმას ნიშნავს, რომ "კავკასიელებმა" ევროპას ჯერ ქაფიც ვერ მოხადეს: იტალიურმა "როვიგო დელტამ" "ჩელენჯ ქაფის" ფლეი-ოფის განმეორებით მატჩშიც აჯობა თბილისის "კავკასიელებს" და ევროთასის დებიუტანტი ქართული კლუბის ნაცვლად, ჯგუფურ ეტაპზე თავად ითამაშებს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა წაგებული თავაწეული გადის მოედნიდან, ჩვენ კი იმედს გვიტოვებს, რომ ქართულ რაგბის საკლუბო დონეზეც ექნება წარმატება. ხუმრობა საქმე ხომ არ არის - რამდენიმე კვირის წინ, სპეციალურად ამ
ტურნირისთვის შექმნილი ქართული კლუბი ტოლ-სწორად ეთამაშა გაცილებით გამოცდილ და უკეთ შეთამაშებულ მეტოქეს, სამი ლელოც გაუტანა და ნაკლები შეცდომა რომ დაეშვა, ქართული რაგბის ახალ ისტორიასაც დაწერდა. თუმცა, იტალიაში ოთხი ქულით (22:18) წაგების შემდეგ, თბილისის "კავკასიელები" საკუთარ კედლებშიც დამარცხდნენ - შეუთამაშებლობამ და გამოუცდელობამ თავისი გაიტანა და იტალიურმა
კლუბმა კლასის ხარჯზე გვაჯობა. არადა, ბოლო წუთებზე ანგარიშიც გავათანაბრეთ და ერთმანეთზე უკეთესი ლელოებიც გავიტანეთ...

"ჩელენჯ ქაფს" ჯერ ქაფიც ვერ მოვხადეთ, მაგრამ მთავარია, რომ "დუღილი" დაწყებულია და... ჩვენი დროც მალე მოვა!
ჴაატა II
29 სექტემბერი 2014 12:41
მალე უნდა მოვიდეს დრო როდესაც ქართული გუნდები გაერევიან დასავლეთ ევროპულ საკლუბო ასპარეზობაში,რაც ქართული რაგბის დონეს გაზრდის.

რედაქტორის რჩევით