ირ-ლანდია, შოტ-ლანდია... და საქართველო?!
13-10-2014
ირ-ლანდია, შოტ-ლანდია... და საქართველო?!
ჩვენს იმედს შოტლანდიაც გადაახტა

შოტლანდია 1:0 საქართველო


ირლანდიასთან სექტემბერში წავაგეთ და საქართველოს ნაკრებმა არც ბრიტანეთის მეორე წარმომადგენელს დასწყვიტა გული. წავაგეთ და ჩვენდა სამწუხაროდ, ამაში არც გასაკვირი ყოფილა რამე და არც მოულოდნელი.

კი ბატონო, მეორე ტაიმში პირველზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ საერთო ჯამში, თემურ ქეცბაიას გუნდმა მაინც ვერ (თუ არ) უღალატა ჩვეულ სტილს. გლაზგოს "აიბროქსზე" კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს არ შეუძლია ფეხბურთში ყველაზე მთავარი - შეტევა!
როცა შოტლანდიის დონის ნაკრებთანაც
თავქუდმოგლეჯილი ვიცავთ თავს, მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, თუნდაც მცირედი შეტევითი პოტენციალის მქონე მოთამაშეებს სათადარიგოთა სკამზე "ვამწნილებთ" და ჯიუტად ვიძახებთ რამდენიმე თვის უთამაშებელ ფეხბურთელებს, რაღაზეა ლაპარაკი?!

შესაძლოა, თავი სწორედ ტრავმირებული თუ უთამაშებელი ფეხბურთელების სიმრავლით, უამინდობითა ან ცუდი მსაჯობით გავიმართლოთ, მაგრამ, როცა არათუ კინკილა თავდამსხმელამდე, ნახევარმცველებამდეც
ვერ ახერხებ ბურთის მიტანას, მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც(!) ვერ ურტყამ ზუსტად კარის ჩარჩოში და მეორე თავდამსხმელის გამოყვანას ვერც ბოლო წუთებზე ბედავ, თავის მართლება აღარ უნდა დაიწყო!

გულზე მოგვხვდა, შოტლანდიაში ჩვენი და გიბრალტარის შანსები თანაბრად რომ შეაფასეს?! ფაქტია, რომ ორი ტურის შემდეგ, სწორედ ეს ორი ნაკრებია უქულოდ... ჰო, და... "უძლიერესის" ვინაობასაც სწორედ ერთმანეთში გაარკვევენ - 14 ოქტომბერს...
ქეცბაიამ თქვა, რომ "თუ შოტლანდიასა და გიბრალტართან მატჩებში ნაკრები დადებით შედეგს ვერ აჩვენებს, გადადგომაზე დაფიქრდება!" შოტლანდიიდან რა შედეგიც წამოვიღეთ, ვნახეთ, ქეცბაია კი ისევ ნაკრების მწვრთნელია (ყოველ შემთხვევაში, შაბათ ღამემდე ასე იყო. - ავტ.). და რა გამოდის, საქართველოს ნაკრების თავკაცის მუშაობის საზომი გიბრალტართან მატჩის შედეგი ყოფილა?! იმ გუნდთან, რომელიც შესარჩევ მატჩებში პირველად მონაწილეობს და ორ შეხვედრაში 14(!) უპასუხო ბურთის გაშვება მოახერხა?!
ირ-ლანდია, შოტ-ლანდია... მაგრამ ისინი თუ "ლანდები" არიან საფეხბურთო რუკაზე, ჩვენ ვინღა ვართ?!
zaza
23 ოქტომბერი 2014 12:35
ოროსანმა,უწიგნურმა სხვას რა უნდა ასწავლოს?გადასცეს?ტო-თი და ჟარგონებით საკმაოდ დაბალი კლასის ფეხბურთელებს მაღალი დონის ფეხბურთს ათამაშებ?ახალკაცი განათლებული იყო,მაღალი ინტელექტით...
eduvard
16 ოქტომბერი 2014 10:19
ამდენი წელი რომ ერთიდა იგივე ტაქტიკით თამაშობ ამაში ფეხბურთელია დამნაშავეეეეეეეეეეეე? მოდი თემურ წადი რა ვაჟკაცურად თუ კიდევ გაქვს ვაჟკაცობა უნდა წახვიდე,მერე ვინც მოვა ეს მომავლის საკითხია ახლა რომ კითხო საქართველოში ქეცბაიაზე დარჩეს თუ არა 80 პროცენტი იტყვის წ ა დ იიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ელგუჯა
13 ოქტომბერი 2014 20:21
ამ ლანდიებმა ხომ სისხლი გაგვიშრო! პორტუ გალიაც მარგალი კოჩია-რა გვეშველება!?

რედაქტორის რჩევით