დავით ყიფიანის უცნობი ფოტო
10-11-2014
დავით ყიფიანის უცნობი ფოტო
ამ ფოტოზე დათო ჯერ ისევ "ახალგაზრდაა" - წინ აქვს საბჭოეთის თასიც, ინგლისური კლუბების რბევაცა
და 13 მაისის ტრიუმფიც...

დავით ყიფიანისთვის ნებისმიერი მოედანი "სოფლის სკოლა" იყო - თბილისშიც, ტყიბულშიც, ლონდონშიც...


ასე, შემთხვევით თუ აღმოაჩენ უცნობ ფოტოს ან ვიდეოკადრს, თორემ დავით ყიფიანზე ახალი რა უნდა თქვა?!
აღმოვაჩინეთ კიდეც - 1978 წელს ტყიბულის სტადიონზე გადაღებულ კადრს, "კვირის პალიტრის" ფოტოკორესპონდენტმა ფრიდონ გეგეშიძემ მიაკვლია სოსო ლორთქიფანიძის საოჯახო არქივში...
დათო ყიფიანი ამ კადრშიც ისე დგას, როგორც
სჩვეოდა ხოლმე - სევდანარევი, მოლოდინით აღსავსე მზერით. დგას და ელის. ალბათ, ბურთის თამაშში შეყვანას, რაც შეიძლება მალე რომ მიიღოს და მერე... მერე თავად იცის!
ყიფიანი ბურთით? ეს ხომ ის მომენტია, როცა "ყველაფერი ყიფიანის გარშემო ბრუნავს"!

დგომის მანერა? ზუსტად ისეთი, ბრიტანული "გარდიანის" ჟურნალისტმა რომ დაახასიათა "ლივერპულის"
რბევის შემდეგ: "ინტელიგენტური, ელეგანტური დავით ყიფიანი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს ლევ ტოლსტოის დროის არისტოკრატს, საოცრად მრავალფეროვანი და დახვეწილი ტექნიკის წყალობით, ისე თავისუფლად დანავარდობდა "ლივერპულის" ნაცად მებრძოლებს შორის, თითქოს საფეხბურთო მინდორზე კი არ იბრძვის, თავის საგვარეულო მამულში სეირნობს".

არა მხოლოდ "ლივერპულთან", თითქმის ყველა მატჩში ასე "სეირნობდა" ხოლმე. მანერები კი... ჭეშმარიტად არისტოკრატული. ერთხელ ნახავდი და აღარასდროს დაგავიწყდებოდა. ლონდონში 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ, "ტაიმსის" ჟურნალისტმა ამიტომაც შეამკო ისეთი მეტაფორით, მხოლოდ ინგლისელი რომ მოიფიქრებდა - თავისი მოხდენილი, გრძელი ფეხებით ყიფიანი ისე დააბიჯებდა "ეპტონ პარკში", როგორც სოფლის სკოლის დირექტორი თავის სამფლობელოშიო!

დავით ყიფიანისთვის ნებისმიერი მოედანი "სოფლის სკოლა" იყო - თბილისშიც, ტყიბულშიც, ლონდონშიც...
ლეგენდარულ ეუსებიოს აქვს ნათქვამი: ყიფიანი საოცარი ფეხბურთელია, რაც უფრო ბერდება, უფრო და უფრო აუმჯობესებს თამაშსო! ამ ფოტოზე კი დათო ჯერ ისევ "ახალგაზრდაა" - წინ აქვს საბჭოეთის თასიც, ინგლისური კლუბების რბევაცა და 13 მაისის ტრიუმფიც...
ეს ყიფიანის უცნობი ფოტოა. ლეგენდარული ფეხბურთელისა, რომელსაც მხოლოდ მოედანზე კი არა, ფოტოებზეც ეტყობოდა, რა იყო მისთვის ფეხბურთი და... ფეხბურთისთვის ვინ იყო თავად!
თავად? თავადი იყო: "ქართველ თავადიშვილთა ჩამომავალი დავით ყიფიანი მოედანზეც თავადივით გამოიყურებოდა: ფეხბურთის "ჯადოქარს", "პროფესორს", "მაესტროს" უწოდებდნენ და ეს ყოველივე სიმართლე იყო".

ერთი კია, ყოველი ახალი ფოტო კიდევ ერთხელ გვახსენებს ქართული ფეხბურთის "დიდ ათიანს". კაცს, რომელმაც "კიკერის" კორესპონდენტს საოცარი სიტყვები დააწერინა: "ყველაფერი ყიფიანის გარშემო ბრუნავს"!
ასეა, შემთხვევით თუ აღმოაჩენ მის უცნობ ფოტოს, თორემ დავით ყიფიანზე ახალი რა უნდა თქვა?!
ავტორი
16 ნოემბერი 2014 17:48
გიორგი,
დიდი მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ სანამ კომენტარის დასაწერად მოიცლიდი, იქნებ ყურადღებით გადაგეკითხა :)

სად წაიკითხე, რომ "ლივერპული" ლონდონში თამაშობდა? წერილში წერია: არა მხოლოდ "ლივერპულთან", თითქმის ყველა მატჩში ასე "სეირნობდა" ხოლმეო... ანუ მხოლოდ "ლივერპულთან" კი არა, სხვა მატჩებშიცო. :)

მათ შორის, "ვესტ ჰემთანაც". და სწორედ ლონდონურ მატჩზე ლაპარაკით გრძელდება წერილი: "ლონდონში 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ, "ტაიმსის" ჟურნალისტმა"... ანუ, ლონდონურმა "ვესტ ჰემმა" (რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ლიგაში თამაშობდა? ფიქრობ, რომ სუსტი გუნდი იყო?!) ლონდონში რომ წააგო 1:4, მას მერე დაწერა "ტაიმსის" ჟურნალისტმა და "ეპტონ პარკიც" ნახსენებია!

და რაც შეეხება საბჭოეთის თასს, „დინამომ“ ეს ჯილდო 1976 და 1979 წლებში მოიგო, ჩვენ კი 1978 წლის ფოტოზე ვლაპარაკობთ. ასე რომ, მხოლოდ ის თასები იგულისხმება, რომელიც "დინამოს" ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოგებული. რაც მანამდე მოიგეს, ყველაფერს ხომ არ ჩამოვთვლიდით?! :)

გმადლობ და წარმატებას გისურვებ! :)
papa
15 ნოემბერი 2014 23:25
ყიფიანი......................
ყიფიანი.............
აქეთ იყო....... იქით იყო......მაგას რა მნიშვნელობა აააქვს??
ინგლისიდან, ვესტ ხემთან თამაშის პირდაპირი რადიო რეპორტაჟის მოსასმენად(თანაც დანგრეულ რადიოთი)... მარტის თვეში... 25 გრადუს ყინვაში, ქარბუში, გაყინულ ამურზე 5 კილომეტრი ფეხით გადავიარე ....
თქვენ კიდევ .....
ყიფიანი.....
ყიფიანი..
მაგხელა ფეხბურთელი საქართველოს თითქმის არ ჰყოლია
ის გუნდი გუნდი იყოოოოოოო.......
აბა მეტი რა ვთქვა......
ყიფიანი.....
ყიფიანი საქართველოს დიდება იყო......
giorgi
15 ნოემბერი 2014 14:16
ამ ფოტოზე დათო ჯერ ისევ "ახალგაზრდაა" - წინ აქვს საბჭოეთის თასიც, ინგლისური კლუბების რბევაცა
და 13 მაისის ტრიუმფიც...---------------------------------------------------"- 1978 წელს ტყიბულის სტადიონზე გადაღებულ კადრს, "...................-ავტორო, ლივერპული ლონდონში არ თამაშობდა, ლონდონური კლუბი ვესტ ჰემი იყო: სხვათა შორის იმ მომენტსი მეორე ლიგაში გამოდიოდა, ლივერპულთან კი ლივერპულში 1:2 წავაგეთ, თბილისში მოვიგეთ 3:0....და მთავარი 1978 წელს "საბჭოეთის თასი" ორი წლის მოპოვებული გვქონდა...

რედაქტორის რჩევით