"ქართულ ფეხბურთს ქეცბაიას წასვლით არ ეშველება"
17-11-2014
"ქართულ ფეხბურთს ქეცბაიას წასვლით არ ეშველება"
"მთავარი პრობლემა ფეხბურთის ფედერაციაშია, სადაც არ აქვთ არანაირი სისტემა, კონცეფცია, ხედვა,
თუ როგორ უნდა განვითარდეს, რა გზით უნდა წავიდეს ქართული ფეხბურთი!"

"დაუშვებელია, ნაკრების თავკაცი გაიძახოდეს - ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი მკვდარიაო..."


"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ იტყვის, ქართული ფეხბურთი მოკვდაო, ქართულ ფეხბურთს გაპარტახებულს რომ უწოდებს, თავის ქვეყანას და ქართველ ხალხს კი ეტყვის, აქ სად ჩამომიყვანეთო - მან იმწამსვე უნდა დატოვოს ნაკრები და წავიდეს!" - ლევან კობიაშვილმა ეს სიტყვები თემურ ქეცბაიას
ხმაურიანი განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. ქეცბაია უკვე წავიდა, ვეტერან ფეხბურთელს კი საქართველო-პოლონეთის მატჩის შემდეგ ბერლინში შევეხმიანეთ:


- საქართველოს ნაკრებმა მატჩის პირველ ნახევარში ნორმალურად ითამაშა - თავს კარგად იცავდნენ, შეტევაშიც გადადიოდნენ, თუმცა, დადებითად ნამდვილად ვერ ჩავთვლით იმას, რაც პარასკევ საღამოს "დინამო არენაზე" ვნახეთ. სამწუხაროა, დიდი
ანგარიშით რომ წავაგეთ...

- მაინც რა მოხდა მეორე ტაიმში? კლასმა თავისი გაიტანა, გაშვებულმა ბურთმა აგვრია თუ...

- მანამდეც არაერთხელ გვინახავს, გაშვებული ბურთის შემდეგ საქართველოს ნაკრები რომ მოიშლება ხოლმე... ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ წლების განმავლობაში გავლილმა ტაქტიკურმა თუ ფსიქოლოგიურმა მზადებამ შედეგი ვერ გამოიღო...

- აქამდე, თემურ ქეცბაიას იმით შეეძლო თავის მოწონება, რომ ნაკრების სათავეში მისი მოსვლის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში ჩვენს გუნდს დიდი ანგარიშით აღარ წაუგია და მაინცდამაინც მისთვის ბოლო შეხვედრა წააგო 0:4. ეს მწვრთნელის შეცდომა იყო, შემთხვევითობა თუ ბედის ირონია?
- მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო: ქართული ფეხბურთი რომ ასეთ დღეშია, მხოლოდ თემურ ქეცბაიას ბრალი არ არის! თუმცა, საქართველოს ნაკრების თავკაცი არ უნდა ამბობდეს, რომ ქართული ფეხბურთი გაპარტახებულია, მოკვდა და ა.შ. თუ ფეხბურთი აღარ არსებობს, თანამდებობაზე რაღატომ რჩები?! ხომ ვნახეთ, მაინც რამდენი მაყურებელი მივიდა პოლონეთთან მატჩზე? ბოლო წლების გაუთავებელი წარუმატებლობების მიუხედავად, ქომაგი ოპტიმიზმს არ კარგავს, ამ დროს კი მწვრთნელი ამბობს, ქვეყანაში ფეხბურთი აღარ არსებობსო! თუ ეს სიმართლეა, ნაკრების მწვრთნელი რომ ხარ, დაიხურე ქუდი და წადი! თუმცა, ვიმეორებ - ნაკრების წარუმატებლობა მხოლოდ ქეცბაიას ბრალი არ არის და ჯოხის მხოლოდ მასზე გადატეხას ნუ შეეცდებიან!

- არადა, ვხედავთ, რომ არც უამისობაა...
- შესაძლოა, თემურ ქეცბაიას ტაქტიკურ მონახაზზე ან კონკრეტულ შეხვედრებში არჩეულ შემადგენლობაზე ვედავოთ. მეც არასწორი მგონია, როცა აგებ და თამაშს მაინც ორი საყრდენით ამთავრებ, ფორვარდი კი ისევ ფორვარდის ნაცვლად შემოგყავს მოედანზე. თუმცა, როგორც საჭიროდ ჩათვლის, მწვრთნელი ისე უნდა მოიქცეს! ასე რომ, ნამდვილად არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ ქართულ ფეხბურთს ქეცბაიას წასვლით ეშველება - პრობლემა სხვაგან არის...

- მატჩის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ თემურ ქეცბაია პოსტს ტოვებდა. არ შეიძლებოდა, ბოლო მატჩში მაინც გაერისკა უფრო მეტად?
- რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ მწვრთნელმა სხვაგვარად გადაწყვიტა და ეს მისი არჩევანია. ოთხი წელიწადია, გავიძახით - ახალგაზრდულ გუნდს ვქმნითო, არადა, ეროვნულ გუნდში უმეტესობა დღესაც იგივე მოთამაშეა, ოთხი-ხუთი წლის წინ რომ იყვნენ!

- საქართველოს ნაკრებმა ზარ-ზეიმითა და დიდი იმედით მოსული კიდევ ერთი მწვრთნელი "მოინელა" - ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი ანტიგმირად აქცია...
- ამიტომაც ვამბობ, რომ პრობლემა მხოლოდ მწვრთნელში არ უნდა ვეძებოთ, მხოლოდ მისი შეცვლით საქმე არ გამოსწორდება. მთავარი პრობლემა ფეხბურთის ფედერაციაშია, სადაც არ აქვთ არანაირი სისტემა, კონცეფცია, ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს, რა გზით უნდა წავიდეს ქართული ფეხბურთი! არ მგონია, ქეცბაიას წასვლის შემდეგ ნაკრების თამაში მკვეთრად გაუმჯობესდეს. აი, ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ კი უკეთესობას ნამდვილად დავინახავთ! ცვლილება იქ უნდა მოხდეს, სადაც საჭიროა!

- ისევ თემურ ქეცბაიაზე გკითხავ - რა იყო მისი მთავარი შეცდომა?
- ეროვნული გუნდის სათავეში თემურის მოსვლისთანავე დაიწყო ლაპარაკი ნაკრების გაახალგაზრდავებაზე, "მომავლის ბირთვის" შექმნაზე და ა.შ. მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკად დარჩა, საქმე კი ვერ დავინახეთ! იმის მიუხედავად, რომ პირადად მე შემეხო და ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ნაკრებს მიღმა დარჩენა, ვამართლებდი ნაკრების და სფფ-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას - მიზანი გვაქვს, გზა დავისახეთ და მიზნამდე ამ გზით უნდა მივიდეთო! კი ბატონო, ნაკრებისთვის ასე იყო საჭირო და პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავინახე, რომ მიზნისკენ მართლაც ამ გზით მივდივართ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიოდნენ, რაღაც კეთდებოდა... თემურ ქეცბაიამ ბევრი კარგი გააკეთა. მისი მოთხოვნების დამსახურებაა თუნდაც ის, რომ ეროვნულ ნაკრებს დღეს არ აქვს მზადების, ინფრასტრუქტურის, ამუნიციის პრობლემა, მაგრამ მისი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ სადაც საჭიროა, ამ ყველაფერს იქ არ ამბობდა. პირიქით - ფეხბურთის ფედერაციას სულ იცავდა და თითს ყოველთვის სხვისკენ იშვერდა!

- რას გულისხმობ?
- თუნდაც იმას, რომ თემური ამ წლების განმავლობაში ითხოვდა - ეროვნული ჩემპიონატის კლუბები დავავალდებულოთ, შემადგენლობაში აუცილებლად ჰყავდეთ 21 წლამდე ასაკის მინიმუმ ორი ფეხბურთელიო, ფედერაციამ კი ვერა და ვერ დააყენა ამას საშველი. ახლახან არ იყო, სფფ-ის გენერალური მდივანი რომ გვიმტკიცებდა - ქართულ ფეხბურთში ყველაფერი კარგად არის, წინ მივდივართო? რამდენიმე დღის შემდეგ კი ნაკრების თავკაცი ამბობს - საქართველოში ფეხბურთი მკვდარია, აქ სად ჩამომიყვანეთო! სინამდვილეში, ფეხბურთის ფედერაცია თავისთვის იყო და გვერდიდან უყურებდა სეირს - როგორ ეჩხუბებოდა ნაკრების მწვრთნელი ხან ფეხბურთელებს, ხან მთავრობის წარმომადგენლებს, ხან ჟურნალისტებს და ა.შ. მწვრთნელისა და ფედერაციის ერთიანობას ვერ ვხედავდი...

- ამ წლების განმავლობაში თემურ ქეცბაიამ თითქმის ყველასთან მოასწრო "ჩხუბი", ბოლოს მასმედიასაც გადასწვდა... ეს მხოლოდ მისი ემოციურობის ბრალია?
- კრიტიკის საუკეთესო პასუხი მოედანზე ნაჩვენები შედეგია! ყვირილით იმის მტკიცებას, რომ მართალი ხარ, სჯობს, საქმით დაამტკიცო შენი სიმართლე... მაგრამ როცა შედეგს ვერ აჩვენებ, სხვა რა გზაა - სხვისკენ უნდა გაიშვირო ხელი!

- ქეცბაია ბევრ რამეში მართალი იყო, მაგრამ შეუცდომელი ხომ არავინ არის?! არადა, ნაკრების ყოფილ თავკაცს ერთხელ მაინც რომ ეღიარებინა - შეცდომა დავუშვიო, საქმე აქამდე არ მივიდოდა...

- გეთანხმებით. შეუძლებელია, სულ სხვები იყვნენ დამნაშავენი, თავად კი ერთხელაც არ მიგიძღვოდეს ბრალი. რაც უნდა ვილაპარაკოთ ასაკობრივი გუნდების წარმატებაზე, ქართული ფეხბურთის სახე ეროვნული ნაკრებია. ამიტომაც დაუშვებელია, ნაკრების თავკაცი გაიძახოდეს - ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი მკვდარიაო...

- თემურ ქეცბაია აღარ არის ნაკრების თავკაცი... როგორ ფიქრობ, ვინ უნდა იყოს მისი შემცვლელი - ახალგაზრდა, პერსპექტიული მწვრთნელი, აუცილებლად ქართველი სპეციალისტი, სახელგანთქმული უცხოელი, თუ?..

- მწვრთნელი, რომელიც არ იტყვის - აქ სად ჩამომიყვანეთო (იცინის). მწვრთნელის ცვლილება ყოველთვის სიახლესთან, იმედთან ასოცირდება, მაგრამ დღეს ვინც უნდა დაინიშნოს ნაკრების თავკაცად, ძალიან გაუჭირდება წარმატების მიღწევა. ქართულ ფეხბურთში ძირეული ცვლილებებია საჭირო! ქართულ ფეხბურთს ქეცბაიას წასვლით არ ეშველება, მაგრამ როცა ფედერაცია შეიცვლება, შეიძლება ეშველოს. ქვეყანაში არ არსებობს ფეხბურთის განვითარების გეგმა და სტრატეგია - მხოლოდ თავის მართლება გვესმის...

- ფედერაციის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოსო... სფფ-ის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში ლევან კობიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას?

- საქართველოში ჩამოსვლა, ქართული ფეხბურთის დახმარება ძალიან მინდა! და თუ ჩამოვედი, ნამდვილად არ ვიტყვი - აქ სად ჩამომიყვანეთ-მეთქი! დანარჩენს დრო გვიჩვენებს...
usaxelos
19 ნოემბერი 2014 00:48
139მილიონით გაძარცვეთ ქვეყანა და პენსიონერებისთვის თუ ფეხბურთისთვის ფული როგორ გეყოფათ.თან ისეთი თავხედები ხართ,რომ თურმე ევროპულად აზროვნებთ პუტინისტები...სკამებისთვის ,,მუშნი ზარანდიას,,მეთოდებით მიძვრებით...
ზაზლიკ-ს
18 ნოემბერი 2014 20:47
ზაზლიკი ხარ თუ უსახელო,შენგან ევროპელი არასდროს არ გამოვა..თუნდაც ამ სიტყვების გამო,რომ ,,სამშობლო ღალატი,,ის დონეზე აფასებ ფედერაციის გვარდზე დგომას!მე არ ვდგევარ ფედერაციის არცერთ გვერდზე ...შენ კი ეტყობა გინდა გვერდზეც და შიგნითაც ყოფნა,რომ მერე პრემიებით გაძარცვო ქართული ფეხბურთი...
-შენ კარგად გეტყობა რომ ინტრიგებით და ცილისწამებით ოღონდ სასწრაფოდ სკამზე მოკალათდე ყველაფერს იკადრებ და ობიექტურობა შენთვის არასაურველია!
ზაზას
17 ნოემბერი 2014 19:32
ზაზლიკ,
ეჭვი არ შეგეპაროს "სამწუხაროდ არც ქეცბაია ვარგა,არც ფეხბურთელები,არც-ფედერაცია,არც-სპორტის სამინისტრო,არც -ქვეყნის მთ-ავრობა,ხემძღვანელობა...."
2 წელი კი არა ბარე კიდე ორი წელი არ უნდა მიცეს ამ ფედერაციას ფული. პენსიის 10 ლარით მომატება არის წელიწადში 100 მილიონი ხარჯი, მაგრამ არ იცი და ტლიკინებ.
აშკარაა ფედერაციის კაცი ხარ. რა 10 ლარი, რა 2 წელი, რა ახალგაზრდების წარმატებები? ვის აგიჟებ? მაგას რომ წარმატებას ეძახი იმიტომაც ვართ აქ.
ინტრიგნები თქვენ ხართ მთელი ფედერაცია და პლიუს "ბოროტები".
ეჭვი არავის შეეპაროს ფედერაციაში ახალი ხალხი უნდა მოვიდეს, ევროპული აზროვნებით და არა ესეთი- 12 უვარგისი გუნდი იყო და 16 უუვარგისამდე გაზარდეს. ესენი ყველა უნდა მოისხიპოს, როგორც საგზაო ინსპექტორები მოკვეთეს, ერთ დღეს. და მერე უნდა დაიწყოს ახლის შექმნა.
ეხლა ფედერაციის გვერდში დგომა სამშობლოს ღალატია.

რედაქტორის რჩევით