მინისტრის ანგარიში
15-12-2014
მინისტრის ანგარიში
2014 წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენებისა და ფედერაციების გამოსავლენ გალა-დაჯილდოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 26 დეკემბერს გამართავს. მანამდე კი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ლევან ყიფიანმა მიგვიწვია და "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, 2013-2014 წლებში სამინისტროს მუშაობის ანგარიში ჩაგვაბარა.

ლევან ყიფიანმა ექვს ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. ესენია: სპორტის მართვის სისტემის ჩამოყალიბება; სპორტული ინფრასტრუქტურა; სასპორტო განათლება და მეცნიერება; საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება სპორტის სფეროში; სპორტის დაფინანსება, სპორტული წარმატებები საერთაშორისო მასშტაბით.
"სპორტის
სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის" შექმნის და დამტკიცების შემდეგ, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე. მშენებლობის პროცესში მყოფ და უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ლაპარაკის შემდეგ, ყიფიანმა სპორტის უნივერსიტეტის აღდგენის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და შეგვახსენა, რომ უნივერსიტეტმა უკვე მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი. ყიფიანმა ხაზგასმით აღნიშნა,
რომ სპორტის სამინისტრო უშუალოდ ხელმძღვანელობს "თბილისი 2015"-ისთვის საცურაო კომპლექსისა და მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელთა დასრულებაც 2015 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მინისტრის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება სპორტის დაფინანსება. შეიქმნა სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, გაიზარდა სპორტსმენთა პრემირებისა და სტიპენდირების პროგრამები და ა.შ. 

2013/2014 წლებში ქართველმა სპორტსმენებმა 178 საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა თორმეტმა ქართველმა სპორტსმენმა, 21 კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ 20-ზე მეტი საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოს ჰყავს მსოფლიო ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში - ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო).
marina
24 დეკემბერი 2014 10:20
გამორჩეულად სამარცხინო მინისტრი, რომელიც ასევე ერთ დღეში ატარებს ტენდერებს და ამარჯვებინებს თავის ნათესავებს.
,,ქოცი" იქნება თუ ,,ნაცი" ყველას უნდა ახსოვდეს, როდესაც თანამდებობის პირი ქვეყანას და ხალხს დაივიწყებს აუცილებლად მოეკითხება!!!!!! არ დაგავიწყდეთ გაზულუქებულო თანამდებობის პირებო!!!!!!!მოგეკითხებათ!!!!

რედაქტორის რჩევით