თბილისმა ათვლა დაიწყო - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე შვიდი თვე რჩება - კვირის პალიტრა

თბილისმა ათვლა დაიწყო - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე შვიდი თვე რჩება

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე შვიდი თვე რჩება

2015 წლის 26 ივლისს თბილისში საზეიმოდ გაიხსნება  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - "თბილისი 2015". საქართველო პირველად მასპინძლობს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, თბილისს 13-18 წლის ასაკის 4-ათასამდე სპორტსმენი, მთლიანობაში კი 7-ათასამდე სტუმარი ეწვევა ევროპის 49 ქვეყნიდან!

რამდენიმე დღის წინ, "თბილისი 2015"-ის მთავარი პარტნიორი გახდა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, 31 დეკემბერს კი, "ვარდების მოედანზე" - სასტუმრო Radisson Blue Iveria-ს წინ, საზეიმოდ გაიხსნა "თბილისი 2015"-ის საათი, რომელმაც გრანდიოზული სპორტული ღონისძიების უკუათვლა დაიწყო! საათი  ყველა მნახველს შეახსენებს, რამდენი დღე, საათი და წუთი დარჩა ღონისძიებამდე.  "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების გარდა, საათის გახსნის ცერემონიალს 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.